ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი წარმოადგინა

0
21

ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი წარმოადგინა. “Out Of The Woods” – ასეთი გახლავთ სიმღერის სახელწოდება, რომელიც მუსიკოსის 2014 წლის ალბომის, “1989”, რიგით მეექვსე სინგლი გახლავთ.

ვიდეოს რელიზი იუთუბზე 31 დეკემბერს შედგა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში. გარდა იმისა, რომ სიმღერა მარტივი და მელოდიურია, კლიპში ტეილორი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. ნამუშევრის ბოლოში კი ჩნდება წარწერა – “მან დაკარგა ის, თუმცა იპოვა საკუთარი თავი, და ეს იყო ყველაფერი”, რასაც გამოცემების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

უცნობია რეალურად რა იგულისხმა ვიდეოს რეჟოსორმა ჯოზეფ კანმა, ან თუნდაც შემსრულებელმა ამ სიტყვებში, თუმცა ყვითელი პრესა ბევრს საუბრობს იმაზე, რომ ტეილორი კვლავ ვერ ივიწყებს ძველ სიყვარულს, თუმცა კონკრეტულად რომელ ურთიერთობაზეა საუბარი ეს უცნობია…
[jwplayer mediaid=”9875″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here