ცნობილი დედა-შვილი მაია ჯაბუა და ლიზა ყენია სასტუმრო “ამბასადორში” საახალწლო ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის დავპატიჟეთ. ჩვენმა რესპონდენტებმა საახალწლო სურვილებიც გაგვანდეს…
მაია:
ლიზას აღარ აინტერესებს ნაძვის ხის მორთვა, ჩემს უმცროს შვილს, ნიკუშას აინტერესებს და გაგიჟებით ელოდება ამ დღეს, 5 დეკემბერს დავდგით ნაძვის ხე. ორი თვის წინ გვეხვეწებოდა და ძლივს შევაკავეთ (იღიმის). გვაქვს ტრადიცია, რომ შევიძინოთ რამდენიმე ახალი სათამაშო. წინა წლების რამდენიმე სათამაშოს ვჩუქნით სხვებს.