თეა დარჩია თავის მზითევს დედათა მონასტერს სწირავს

0
4691

მოცეკვავე და ქორეოგრაფი, თეა დარჩია 15 წლის წინ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ვაკეში გადავიდა. მათი სახლი სამსართულიანია, რომელიც თეამ და მისმა მეუღლემ ერთობლივად, საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს. „აქ ბევრი რამ არის ისეთი, რაც ძალიან მიყვარს. ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ნივთი არის ვიოლინო და ტაილანდიდან ჩამოტანილი ულამაზესი ქუდი“ – განუცხადა ჟურნალ „სარკეს“ თეა დარჩიამ.

როგორც ჟურნალისტთან საუბარში მოცეკვავემ აღნიშნა, სახლში მეცხრამეტე საუკუნის ძვირფასი ჭაღი აქვს, რომელსაც მონასტერს გადასცემს. „ეს ერთადერთი ძვირფასი ნივთია ჩემს სახლში, რომელიც მზითვად წამოვიღე ჩემი ოჯახიდან და როგორც კი ფერიის მთაზე დედათა მონასტრის მშენებლობა დასრულდება, ეს ჭაღი მათ მისაღებ ოთახში დაიკიდება“ – დასძინა ქორეოგრაფმა.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here