თბილისში Molly Nillsson ჩამოდის !

0
1632

5 ოქტომბერს თბილისს თანამედროვე ექსპერიმენტული სინთპოპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ეწვევა. კონცერტი 5 ოქტომბერს Bassiani Concert Hall-ში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

Molly Nilsson შვედი მუსიკოსია. არტისტი ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს. ამ დროისთვის ბოლო, რიგით მე-6 ალბომი, „Zenith”, 2015 წელს გამოუშვა. არტისტი თბილისს სწორედ დისკის მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.

ნილსონი თავადაა საკუთარი სიმღერების, ტექსტების, არანჟირებების ავტორი. უწევს პროდიუსინგს ალბომებს, ყდებს, იღებს საკუთარ კლიპებს და თავად გეგმავს საკუთარ ტურნეებს.

Molly Nilsson-მა სახელი 2000-იანების ბოლოს გაითქვა. პირველი სიდი „These Things Take Time“ 2008 წელს ჩაწერა. Bassiani Concert Hall-ში შეკრებილ მსმენელს ახალ ნამუშევრებთან ერთად არტისტის ჰიტის Hey Moon-ის მოსმენის საშუალება ექნება – მიუხედავად იმისა, რომ მის ქავერს არაერთი ცნობილი მუსიკოსი (მათ შორის, John Maus) მღერის, თავად მოლი Hey Moon-ს კონცერტებზე არასოდეს ასრულებს. Muzame  გამონაკლისი იქნება.

5 ოქტომბრის ივენთისთვის ჩაეშვება პროექტ Muzame-ს საიტი, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში მუსიკალური ჟურნალის თავისუფალ ნიშას დაიკავებს. ოქტომბერშივე ცნობილი გახდება იმ ახალი სივრცის შესახებაც, რომელშიც Muzame დაიდებს ბინას და უკვე ნოემბრიდან, ქართველ მელომანებს ყოველთვიური ივენთების სერიებით გაანებივრებს.

14513707_1340925409281199_937153068_o

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here