თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ მიერ თანამედროვედ გაკეთებული, ქართული ნუგბარი და ხილი, რომელიც ეზოში იყო გამოფენილი მოდის კვირეულის გახსნას მართლაც განსაკუთრებულ სახეს სძენდა. საღამო Solo-მ წარმოადგინა.

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:

ქალბატონ მედეა ჯაფარიძეს ვიცნობდი, ვიცნობ მის დიდებულ ოჯახს, ჩემი ოჯახი მეგობრობდა თაბუკაშვილების ოჯახთან. ჩემთვის პატივიდ ა სიამოვნებაა ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, მედეა ჯაფარიძე ქართული სილამაზისა და სინატიფის, ასევე მუდმივი ახალგაზრდობის სიმბოლო იყო.

ეს არის არტპროექტი. მთელ მსოფლიოში მოდა გახდა ხელოვნების ნაწილი, ჩემთვისაც ასეა. ყოველთვის უფრო საინტერესოა ერთად მოდა და ხელოვნება. ასე უფრო მიმზიდველია. მარტო მოდაც ძალიან მიყვარს, მაგრამ მირჩევნია, რომ მას ხელოვნება დაემატოს (იღიმის).

ნიკა წულუკიძე, ტელეწამყვანი:

ძალიან მომწონს თბილისის მოდის კვირეულის ეს ნაწილი, აქამდე იყო საღამოები, რომლებიც მიეძღვნათ ნინო რამიშვილს, სოფიკო ჭიაურელსა და ელენე ახვლედიანს. ესენი მართლა ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში. მედეა ჯაფარიძე სინარნარით, სინატიფითა და მშვენიერებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს, ახალგაზრდებსაც აჩვენეს, როგორი იყო ის… ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტილი პერფორმანსი იყო.

თაკო ჩხეიძე, მოდის კვირეულის ორგანიზატორი:

ტრადიციად იქცა თბილისის მოდის კვირეულის გახსნა ქართველი ლეგენდარული ქალბატონების საღამოებით. ამ სეზონზე შევარჩიეთ მედეა ჯაფარიძე, ვინც არის ქართული მოდისა და სტილის კერპი. ეს ადგილიც სიმბოლურად შევარჩიეთ, რადგან სწორედ აქ არის გადაღებული „ქეთო და კოტე“. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბასა და თამრიკო ფოცხიშვილებს დღევანდელი საღამოსთვის.

უცხოელები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ყველას დიდი სურვილი აქვს, რომ თბილისში ჩამოვიდნენ. 9 წლის წინ, როცა ეს საქმე დავიწყეთ, ძალიან რთული იყო სერიოზული პრესის მოწვევა, ახლა კი თავად გვწერენ და გამოთქვამენ ჩამოსვლის სურვილს. არიან აღფრთოვანებული ჩვენი მოდით და ქალაქით (იღიმის).

რაც შეეხება მოდის კვირეულს, 21 აპრილიდან იწყება ჩვენებები, კონფერენციები ფეშენმარკეტინგზე და გველის დატვირთუილი განრიგი.

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

April 20, 2018 / 3:50 pm

TOP სიახლეები

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

აჩი ფურცელაძის რომანტიკული არდადეგები ახალ რჩეულთან ერთად

აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები)

ორსული ანუკი არეშიძის პირველი ფოტოები

ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის. შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის საუკეთესო „სთრით სთაილი“ ჟურნალ „ვოგის“ მიხედვით

Vogue-მა თბილისის მოდის კვირეულიდან საუკეთესო ქუჩის სტილი შეარჩია. როგორც მოდური გამოცემა აზუსტებს, პარიზში 2019 წლის სეზონი დაიწყო, თბილისში ჩასულ მოდის კრიტიკოსებს კი 2018 წლის უკანასკნელი კოლექციების ნახვის საშუალება ქონდათ. Vogue-ს არც დემნა გვასალია ავიწყდება და თბილისის მოდის კვირეულისადმი დიდ ინტერესს სწორედ ქართველი დიზაინერის ფიგურით ხსნის. თუმცა, მოდის კრიტიკოსები, „ბაიერები“ თუ მოდელები Tamra-ს, Atelier Kikala-სა და […]

თბილისის მოდის კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ფერადი ჩვენებით დაიხურა

თბილისის მოდის კვირეულის ოთხდღიანი მარათონი 22 აპრილს ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურა. მისი პერფორმანსი შეფასდა, როგორც ყველაზე განსხვავებული, მოდის კვირეულის ამ სეზონის განმავლობაში. ქეთი ჩხიკვაძე, დიზაინერი: კოლექცია უნდა ყოფილიყო ცოტა მხიარული, მაქსიმალურად ვეცადე, რომ შავი ფერი არ გამომეყენებინა, ძველი კოლექციების დეტალებიც იყო გამეორებული ახალ სტილისტიკაში. ჩვენების ინსპირაცია იყო ჩვენი ფრანგი კონსულტანტისა და ახლო მეგობრის შემოთავაზება. უდიდესი […]

დალი ჩიტალაძის გლამურული დაბადების დღე

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე 55 წლის გახდა. დაბადების დღე მეგობრულ წრეში აღნიშნა. თვლის, რომ მთავარია ის განწყობა სამყაროს მიმართ, რომელიც გვაძლევს ახალგაზრდულ ენერგიასა და სტიმულს. როგორც დალიმ “მუზიკ ბოქსთან” საუბარში აღნიშნა: ბედნიერია იმით, რომ წლები ემატება და თვლის, რომ ღვთისგან ბოძებული დიდი მადლია დაბერება, იმ ბედნიერების შეგრძნება რასაც ამ ქვეყნად ცხოვრება ჰქვია. სტუმრებს შორის იყვნენ […]

თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის […]

“მარიგოლდის” ფოტოსესია გათანამედროვებულ სამოსში

ქართული ბრენდი „მარიგოლდი“ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. ამჯერად „მარიგოლდმა” ქართული გათანამედროვებული სამოსის ბრენდბუქი შემოგვთავაზა, რაც სპეციალურად იტალიისთვის მზადდება. სწორედ იტალიაში გასამართი გამოფენისთვის იქმნება ბრენდბუქი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. ფოტოები ევროპის 2017 წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა, იური აკოპოვმა გადაიღო. მან ეს ჯილდო ქალაქ კატანიაში გამართულ ევროპის წლის პროფესიონალ ფოტოგრაფთა დაჯილდოვებაზე მიიღო, სადაც საქორწილო კატეგორიაში […]

რეკლამა