ემინი 1-ელ ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრთან ერთად წარდგება

0
1502

რუსული ესტრადის ერთ-ერთი აქტიური წევრი, აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, საქართველოს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსც „ბუმერანგი“ ჰქვია.

დღესდღეობით ემინის ანგარიშზეა ცხრა ინგლისურენოვანი და რამდენიმე რუსულენოვანი ალბომი, მომღერალი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Warner Music da Sony ATV Music Publishing.

ის დუეტებს ასრულებს „ა- სტუდიოსთან“, გრეგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინასთან, ლაიმა ვაიკულესთან…

ემინის კონცერტი 1-ელ ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მუსიკოსი ორკესტრთან ერთად გამართავს კონცერტს და საკუთარი რეპერტუარიდან ჰიტებს შეასრულებს.

ემინის კონცერტის ორგანიზატორია აზერბაიჯანული კომპანია Beat Group, მთავარი პარტნიორი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „სოკარი“, სარეკლამო მხარდამჭერი კი Max Prom Gruop

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია საიტზე tkt.ge, ასევე დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში. ფასი: 20-დან 60 ლარამდეა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here