„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 13 ივლისს, 21:00 საათზე, ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება ვარკეთილი 3-ის, პირველ მიკრო-რაიონში, მედიათეკის მიმდებარე სკვერში ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

პლატფორმა “თბილისის ცის ქვეშ” ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, შემდეგი ღონისძიება 22 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. ვაკის პარკში მსმენელის წინაშე SWEELINCK ORCHESTRA – ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორკესტრი წარსდგება.

სიახლეები/

|

July 12, 2018 / 6:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როგორ გამოიყურება კახი კავსაძის მსახიობი შვილიშვილი, რომელსაც მარიონ კოტიარს ადარებენ

ირინკა კავსაძე კახი კავსაძის შვილიშვილია. ის აშშ-ში ცხოვრობს და თეატრში თამაშობს. პროფესიით მსახიობი გახლავთ. ირინკას სოციალურ ქსელში უამრავ საინტერესო ფოტოს აღმოაჩენთ, რომლებიც სპექტაკლებზეა გადაღებული, ასევე სხვადასხვა იმიჯით. 15 წელზე მეტია, აშშ-ში ცხოვრობს, 10 წლის იყო, როცა საქართველო დატოვა. ის კახი კავსაძის ვაჟის, ირაკლის შვილია. მუშაობს „სინეტიკ თეატრში“, სადაც ირაკლიც მუშაობს. მამა-შვილმა ერთად ითამაშა სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“. […]

ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად პარიზშია (ფოტოები)

ბერა ივანიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ბიძინა ივანიშვილის მეგობრის შვილი, ნანუკა გუდავაძე. ულამაზესი გოგონა მოდელი და ბლოგერია. ბერასა და ნანუკას ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა თაფლობის თვე უკვე მოიწყვეს. ბერამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მეუღლესთან ერთად ეიფელის კოშკის ფონზე აქვს გადაღებული სიყვარულის ქალაქში, პარიზში. წყვილს კიდევ ერთხელ ულოცავენ გაბედნიერებას. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბერამ კი ყველას […]

ანრი ჯოხაძის კლიპი ყველა ქართველის სათქმელით – „მთავარი არ არის, ვინ ვისთან დაწვება და ვინ ძუძუს გამოაჩენს…“

ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მან ნიკო გომელაურის ლექსზე შექმნილ სიმღერაზე გადაიღო, კინო „ამირანში“ შეკრებილმა საზოგადოებამ 20 სექტემბერს იხილა. ვიდეორგოლი სამჯერ აჩვენეს, რადგან ხანგრძლივი აპლოდისმენტების ფონზე პუბლიკა მის გამეორებას ითხოვდა. ალბათ, მეოთხედაც გაიმეორებდნენ, თუმცა ანრიმ აღარ ისურვა და ყველას გარეთ მოუხმო. „ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა“, ეს ფრაზა ნიკო გომელაურის ცნობილი ლექსიდან, ალბათ, ყველა ჩვენგანს ახსოვს. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინო ქათამაძე ფრანკფურტში კონცერტი გამართა

გერმანიაში, კერძოდ ფრანკფურტში, River Bank Festival-ზე, სადაც საქართველო მასპინძელო ქვეყნის სტატუსით წარდგა, 24-26 აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა ქართველი შემსრულებლის კონცერტი გაიმართა. მათ შორის გახლდათ ნინო ქათამაძეც. მომღერალმა კონცერტზე ყველა ცნობილი სიმღერა შეასრულა. ერთ-ერთ ლაივს ჩვენც გთავაზობთ. (ვიდეო)

ნინო ქათამაძემ დაბადების დღე კონცერტით აღნიშნა

21 აგვისტოს, ნინო ქათამაძემ დაბადების დღე აღნიშნა. ბოლო წლებში მან ტრადიციად დაამკვიდრა, რომ თავის დაბადების დღეზე აუცილებლად კონცერტი უნდა გამართოს. არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. მან თავისი თაყვანისმცემლები და მეგობრები ბათუმში, მშობლიურ ქალაქში შეკრიბა, სადაც კლუბში „სოჰო“ სადაბადებისდღეო წვეულება და კონცერტი მოაწყო. სოციალურ ქსელში ნინოს საღამოდან უამრავი ლაივი ვიხილეთ. რასაკვირველია, კონცერტს ცნობილი სიმღერების გარეშე არ […]

თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტი იმართება

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 25 იანვარს 20 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში  მართავს საქველმოქმედო კონცერტს თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს არაჰოჯკინის ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება  მკურნალობა ისრაელში. კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობენ: ანსამბლი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე 33ა და ნინო ქათამაძე ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე […]

გუდაურში საშობაო უფასო კონცერტზე ნინო ქათამაძე, „კახაბერი და ხანუმები“ და „თეატრალურის კვარტეტი“ იმღერებენ

6 იანვარს ახალ გუდაურში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება. ნინო ქათამაძე & „ინსაითი”, „კახაბერი და ხანუმები”, „თეატრალურის კვარტეტი“ შობის დღესასწაულს ღია ცის ქვეშ ქართველ და უცხოელ მსმენელთან ერთად შეხვდებიან. (ვრცლად/ფოტოები)

როცა საკუთარ დაბადების დღის ნაწილი მუსიკაც არის, ამაზე ბედნიერება არ არსებობს

„ყველაფრის დაბადება მიყვარს: რაც კი დედამიწაზე იბადება და მშვენიერია. სიცოცხლე ძალიან მშვენიერია, ამიტომ ძალიან მახარებს ხოლმე, როდესაც საკუთარ დაბადების დღეზე ამ დღესასწაულის ნაწილი მუსიკაც არის, ამაზე ბედნიერება არ არსებობს“, – ამ სიტყვებით გუშინ ნინო ქათამაძემ Black Sea Arena-ზე კონცერტი გახსნა. 45 წლის იუბილე ნინო ქათამაძემ სოლო კონცერტით აღნიშნა. მომღერალი სცენაზე ჯგუფ “ინსაითთან“ და ეროვნულ სიმფონიურ […]

რეკლამა