Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია დაიწყო

0
1210

„თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ – ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომელიც Tbilisi Open Air-ის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის ფარგლებში 8 ადამიანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობს.

ფესტივალის პირველი წლის სლოგანი, „მუსიკა ათავისუფლებს“ დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის სტიმულირების მიმართულებით.

პროექტში 8 ადამიანი მონაწილეობს – ირაკლი ნადარეიშვილი (Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი), მარიამ სანოგო (მოდელი), ანასტასია პირველი (მომღერალი), რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი), ნიკა დვალიძე (ჟურნალისტი/პიარ მენეჯერი), ანუშკა ჩხეიძე (მუსიკოსი), ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი), ნათია ჩიქოვანი (მარკეტერი/მოდელი).

15 აპრილიდან ფესტივალის სოციალური მედიის ანგარიშებზე ვიდეოები ყოველდღიურად განთავსდება. თითოეული მონაწილე კი თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა აზრით, ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ადამიანს უყრის თავს, აკისრია პასუხისმგებლობა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here