8 ივნისს „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება

0
1302

საქართველოს კულტურის პალატა ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტს აანონსებს. ღონისძიება თბილისის ვაგონმშენში 8 ივნისს გაიმართება.

ჯგუფი, რომლის პოპულარობა დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს, ახლა ტურნეში იმყოფება და უდიდეს საკონცერტო სივრცეებს ავსებს. ისინი ახალი ალბომის მხარდასაჭერად მოგზაურობენ. ალბომის სახელწოდებაა Geo და მასში ბევრი ახალი მელოდიაა შესული, რომლებიც მალევე აიტაცეს ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა.

ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ „მგზავრები“ 8 ივნისს ძველი, ყველასათვის საყვარელი სიმღერებით და ახალი კომპოზიციებით წარდგებიან მსმენელის წინაშე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here