„სუხიშვილების“ მედიაკონკურსის გამარჯვებული რადიო „ფორტუნა“ გახდა (ფოტო + ვიდეო)

„სუხიშვილების“ მედიაკონკურსის გამარჯვებული რადიო „ფორტუნა“ გახდა (ფოტო + ვიდეო)

ცეკვის აკადემია სუხიშვილებისა და კომპანია ,,კოკა-კოლას’’ ერთობლივი  პროექტი „refFRESH-გამოიცეკვე“  მეორე წელია, რაც  იმართება. წლევანდელი კამპანია ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და მიზანი მოზარდებში ქართული ცეკვის, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ამ კუთხით, მათი ცნობიერების ამაღლებაა.

პროექტში 12-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები არიან ჩართულნი, რომლებმაც მომზადება  სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში გაიარეს და კამპანიის ფარგლებში  დაგეგმილ ფლეშმობებში იღებდნენ  მონაწილეობას.

ორთვიანი კამპანია კვირას, 2 ივლისს ივენთ ჰოლში გალა-კონცერტით დასრულდა. პროექტის ფარგლებში გამართულ მედიაკონკურსში „გამოიცეკვე სუხიშვილი“  ტელეჟურნალისტებს და  რადიოწამყვანებს („TVპირველი“, „რუსთავი-2“, „ტელეიმედი“, „მაესტრო“, „Music Box“, რადიო „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“, „ავტორადიო“, რადიო „საქართველოს ხმა“) პარტნიორობას ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები უწევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ივენთ ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე მონაწილე კონკურსანტებს შორის ბევრმა გამოიჩინა თავი, თუმცა მათ შორის საუკეთესოები დასახელდნენ. აღსანიშნავია, რომ გრან პრით დაჯილდოვდა რადიო „ფორტუნას“ წარმომადგენელი, გვანცა გადაბაძე, რომელმაც სვანური ცეკვა უნაკლოდ შეასრულა. ილიკო სუხიშვილი რჩეული გახდა ტელეკომპანია „მიუზიკბოქსის“ კონკურსანტი, ნინუცა როსტიაშვილი, რომელმაც ქორეოგრაფს თავი „ილოურის“ შესრულებით დაამახსოვრა, ნინო სუხიშვილმა საკუთარ რჩეულად „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი,ვ ასო ფხაკაძე დაასახელა (ცეკვა „აჭარული“), ხოლო კომპანია „კოკა-კოლას“ რჩეული გახდა „იმედის“ ჟურნალისტი მარიამ ოშხნელი ცეკვით „ლაზური“.

გრანპრის მფლობელსა და ნომინაციაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრებთან და სიგელებთან ერთად გადაეცათ  პროექტის სპონსორის „კოკა-კოლას“ მიერ დაწესებული პრიზი – WeekEnd ტური Georgia Palace Hotel-ში. ვრცლად

სიახლეები/

|

July 3, 2017 / 2:35 pm

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე-კუზანოვა საცურაო კოსტიუმში საკუთარ ფორმებს აჩენს – „გუგას აწყობილი…“

ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა თავს მუდამ უვლის და სულ ფორმაშია. ცნობილია მისი სიყვარული ძვირად ღირებული ბრენდების მიმართ და ზოგადად, შოპინგისადმი, რასაც მისი მეუღლე, ცნობილი პლასტიკური ქირურგი, გუგა კოზანოვი არ მიესალმება, თუმცა ნინოს გარდერობს ხშირად ემატება ახალი სამოსი და აქსესუარები. ნინო ნადირაძემ ახლახან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ქართველი დიზაინერის, თორნიკე მანჯავავიძის  „ნასიმოტოს“  ბრენდით მიერ შექმნილ საცურაო კოსტიუმში პოზირებს […]

ანი ტყებუჩავა მეორე გოგონას დედა გახდა

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ანი ტყებუჩავა მეორე გოგონას დედა გახდა. მას შვილი დღეს შეეძინა. გახარებულმა დედიკომ კლინიკიდან გვაუწყა: „დღეს ჩემი ტკბილი თაია ბარამიძე გავიცანი“. მსახიობის მეუღლე რეჟისორია, ლევან ბარამიძე. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და პირველი გოგონა, ნენე შეეძინა, რომელიც სამი წლის გახლავთ. დედა-შვილი ერთად ძალიან კარგ დროს ატარებს ხოლმე და სოციალურ ქსელში უამრავი საერთო […]

ლიზა ყენიას სექსუალური ფოტოსესია

ლიზა ყენია სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს და ძირითადად, მხოლოდ ფოტოებს ათავსებს ხოლმე. მცირე ხნის წინ ის მოსკოვში იყო სამოგზაუროდ. ახლა კი თბილისში დაბრუნდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის ახალ სიმღერაზე მუშაობს. პარალელურად ლიზამ ახალი სექსუალური ფოტოსესია გადაიღო. მან ფოტოგრაფ Shotie Blackmore Photography-თან იმუშავა. როგორც ხედავთ, ფოტოები ძალიან ლამაზი გამოვიდა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„სუხიშვილები“ „ბლექ სი არენაზე“ ახალი პროგრამიდან ცეკვებს წარადგენენ

დღეს „ბლექ სი არენას“ და „სუხიშვილების“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. 15 ივლისს ანსამბლის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ იქნება წარმოდგენილი. ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, მაყურებელს ექსკლუზიურად ექნება საშუალება, იხილოს ახალი პროგრამიდან „ცეკვა ქართული“ რამდენიმე ნომერი, მათ შორის ერთ-ერთი ნიაზ დიასამიძის „რქაწითელზე“ დადგმული ცეკვაა, სახელწოდებით „თამაში“. კიდევ ერთი ცეკვა „ოტობაია“ პირველად იქნება ნაჩვენები. „სუხიშვილები“ ამ პროგრამაზე სწორედ ახლა მუშაობენ. […]

“ოქროს ტალღა 2017-ის” მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო

"ოქროს ტალღა 2017-ის" მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. 125 სიმღერა უკვე ელის მხარდაჭერას. წლის საუკეთესო ქართული სიმღერის გამოსავლენად კონკურსს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 2013 წლიდან ატარებს. სხვადასხვა დროს კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ დაასახელა, 5000 ლარით დაჯილდოვდნენ, მათ შორის იყვნენ ნიაზ დიასამიძე, ანრი ჯოხაძე და სხვა შემსრულებლები.

რას წერს Euronews “სუხიშვილების” შესახებ?

როგორც "ევრონიუსი“ წერს, "სუხიშვილი“ თავიდან საოჯახო საქმიანობა იყო, რომელიც გადაურჩა კომუნისტების ჩაგვრას, ცივ ომს, საბჭოთა კავშირის დაშლას და ჩამოყალიბდა საერთაშორისოდ სახელგანთქმულ კომპანიად, რომელიც მსოფლიო დონის სცენებზე მართავს წარმოდგენებს.

“ჩემი ოცნება ახდა” ვინ გახდა “ნიჭიერი 2017”-ის გამარჯვებული?

"ნიჭიერი 2017" დასრულდა, ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის სტატუსი "ძია ნოდარის ბენდის" წევრმა ეკა აბულაძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცა.

სუხიშვილების ფეხები მილიონ ლარად დააზღვიეს

"სუხიშვილები" პირველი მოცეკვავეები არიან საქართველოში, ვისი ფეხებიც ამიერიდან 1 მილიონი ლარით არის დაზღვეული. ხელშეკრულების მიხედვით, ნებისმიერს, ვინც მიიღებს ტრავმას, რომელიც აუკრძალავს შემოქმედებით საქმინობას, 2 წლის ხელფასი აუნაზღაურდება - ჯამში ეს თანხა ერთი მილიონი ლარია.

რეკლამა