სტეფანეს სოლოკონცერტი 16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე გაიმართება

სტეფანეს სოლოკონცერტი 16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე გაიმართება

16 აგვისტოს, ბათუმის კორტებზე სტეფანე განახლებული ჟღერადობითა და საკონცერტო პროგრამით წარდგება მსმენელის წინაშე.

ბოლო წლების ყველაზე დატვირთული საკონცერტო გრაფიკის შემდეგ მუსიკოსი ახალი გრანდიოზული შოუს მონაწილეებად ამჯერად სცენის სხვადასხვა ჟანრის ვარსკვლავებს გააერთიანებს.

სტეფანეს საათნახევრიან კონცერტს აკომპანიმენტს გაუწევს ბენდი პროფესიონალ მუსიკოსთა შემადგენლობით, რომელსაც უერთდება საქართველოს ეროვნული ორკესტრის სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

პერფორმანსის სპეციალური სტუმრები იქნებიან ჰიპ-ჰოპ არტისტი DRO, მუსიკოსი და მომღერალი მაია დარსმელიძე, ერეკლე დეისაძე, ხოლო სპეციალურ DJ სეტს შეასრულებს ადგილობრივი ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ფავორიტი COSMIC LOVE ROTATION. შოუს გაფორმებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტისტი, Masterskey იზრუნებს.

16 აგვისტოს, სტეფანეს ახალ შოუზე, რომელიც ცოცხალი, საორკესტრო და ელექტრონული მუსიკის სინთეზი იქნება, ბათუმის კორტების კარი 20:00-ზე გაიღება.

დასასწრები ბილეთების ფასი საწყის ეტაპზე 20 ლარიდან იწყება და მისი შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.

სიახლეები/

|

July 18, 2019 / 6:05 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფოტოები: მაკა ზამბახიძემ ჯვარი დაიწერა

მომღერალი მაკა ზამბახიძე გაბედნიერდა. მან და მისმა მეუღლემ დღეს, 20 თებერვალს, ჯვარი დაიწერეს. შეგახსენებთ, რომ მომღერლის რჩეული სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. წყვილი უკვე დიდი ხანია, ერთად არის და ერთად ცხოვრობენ. ფოტოები სოციალურ ქსელში მომღერალმა, ლიკა დოლიძემ გაავრცელა. მაკამ ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მან თეთრი საპატარძლო კაბაც მოირგო. სიძეს კი თეთრი პიჯაკი და შავი შარვალი აცვია. […]

ვიდეო: მაკა ზამბახიძემ საკუთარ ქორწილში იმღერა

20 თებერვალს მაკა ზამბახიძე თავის დიდი ხნის რჩეულზე, მიხეილ ჩოხელზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მოგვიანებით, რასაკვირველია, მათ მეგობრებისა და ახლობლების წრეში ეს შესანიშნავი დღე წვეულებით აღნიშნეს, სადაც მთავარი გმირი მაკა ზამბახიძე გახლდათ. მან საკუთარ ქორწილში ბენდის „ნონ სტოპი“ მუსიკოსების თანხლებით, ცნობილი სიმღერები შეასრულა და მას გვერდი დაუმშვენეს ლელა წურწუმიამ და რატი დურგლიშვილმა. […]

ფოტო: ლიკა რიგვავა „გუჩის“ ჩვენებაზე გამოვიდა

მილანის მოდის კვირეული დაიწყო. ერთ-ერთი ის ჩვენება, რომელსაც მედია განსაკუთრებულად ელოდებოდა, უკვე შედგა. „გუჩიმ“ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ ამ ბრენდის ჩვენებაზე ქართველი მოდელი, ლიკა რიგვავა გამოვიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლიკა სახელგანთქმულ ბრენდთან თანამშრომლობს. (ფოტო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: სტეფანეს „დამიბრუნდი“ და აცეკვებული ჟიურის წევრები

სტეფანე თავისი ბენდის წევრებთან ერთად „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალის მეორე ნაწილი გახსნა, სადაც მისი რეპერტუარიდან სიმღერები კონკურსანტებმა შეასრულეს. მანამდე კი ტელემაყურებლისა და დარბაზში მყოფების წინაშე სიმღერა „დამიბრუნდი“ შეასრულა. სტეფანემ განსაკუთრებულ ხასიათზე ჟიურის წევრები დააყენა, რომლებიც მის ცნობილ კომპოზიციაზე სიამოვნებით აცეკვდნენ. (ვიდეო)

„რა საოპერო ხმა გქონია“ – სტეფანეს და ლელა წურწუმიას სახალისო ვიდეო „მხოლოდ ქართულის“ კულისებიდან

სტეფანე და ლელა წურწუმია „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრები არიან. სტეფანემ მცირე ხნის წინ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც პროექტის დაწყებამდეა გადაღებული. ლელა წურწუმია კლავიშს უზის და თითქოს აკომპანემენტს უწევს სტეფანეს, ხოლო ეს უკანასკნელი მღერის: „ხმალი ავლესოთ“. სტეფანეს ამ ვიდეოზე ერთ-ერთმა მნახველმა ასეთი კომენტარი დაუწერა: „სტეფანემ, რა საოპერო ხმა გქონია…“ (ვიდეო)

სტეფანეს კონცერტები აშშ-ში გაიმართება

სტეფანე მღებრიშვილი, მუსიკოსების დიდი შემადგენლობის თანხლებით, ემზადება კონცერტებისთვის, რომლებიც აშშ-ში დეკემბერში გაიმართება. საშობაო ღონისძიებები დაგეგმილია 21 და 22 დეკემბერს, ფილადელფიასა და მანჰეტენზე. კონცერტების ორგანიზება საკუთარ თავზე ბუკა კარტოზიამ აიღო. ღონისძიებაში სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ნიკოლოზ რაჭველი, ასევე პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, ხონძი. „მაქვს პატივი, დავაანონსო ჩემთვის ნანატრი კონცერტები ამერიკაში“, წერს სტეფანე […]

„ცეკვა მაგონებს ტანგოს“ – სტეფანეს ახალი ნამუშევარი (ფოტო/ვიდეო)

დღეს, 22 ოქტომბერს, „ფაბრიკაში“ სტეფანეს ახალი კლიპის პრემიერა შედგა. ვიდეორგოლი ბორის შხიანის ცნობილ სიმღერაზე „ტანგო“ არის გადაღებული, რომელიც მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, საკუთარი ახალი ვერსიით შემოგვთავაზა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, კომპოზიციაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, ის „ლენოსტუდიაშია“ ჩაწერილი და ჩანაწერში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა: ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, ხონძი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრთან ერთად. რაც […]

სტეფანე: „16 აგვისტოს კონცერტის წინ ისე ვნერვიულობ, რომ ვკანკალებ…“

სტეფანეს სოლოკონცერტი 16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე იმართება. ღონისძიებისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია ხმის გახმოვანების აპარატურა. მომღერალი კონცერტის წინ, როგორც ყოველთვის, ძალიან ნერვიულობს და ამის შესახებ „ფორტუნას“ ინტერვიუში განუცხადა: კონცერტზე ველოდები ბევრ ხალხს… ამ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ. განსაკუთრებული კონცერტი იქნება. ჩემი რეპერტუარის 70% ახალი ჟღერადობით იქნება წარმოდგენილი. ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მიმუშავია აქამდეც, მაგრამ ახლა ჩვენი […]

რეკლამა