სტეფანეს სოლოკონცერტი 16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე გაიმართება

0
1440

16 აგვისტოს, ბათუმის კორტებზე სტეფანე განახლებული ჟღერადობითა და საკონცერტო პროგრამით წარდგება მსმენელის წინაშე.

ბოლო წლების ყველაზე დატვირთული საკონცერტო გრაფიკის შემდეგ მუსიკოსი ახალი გრანდიოზული შოუს მონაწილეებად ამჯერად სცენის სხვადასხვა ჟანრის ვარსკვლავებს გააერთიანებს.

სტეფანეს საათნახევრიან კონცერტს აკომპანიმენტს გაუწევს ბენდი პროფესიონალ მუსიკოსთა შემადგენლობით, რომელსაც უერთდება საქართველოს ეროვნული ორკესტრის სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

პერფორმანსის სპეციალური სტუმრები იქნებიან ჰიპ-ჰოპ არტისტი DRO, მუსიკოსი და მომღერალი მაია დარსმელიძე, ერეკლე დეისაძე, ხოლო სპეციალურ DJ სეტს შეასრულებს ადგილობრივი ელექტრონული სცენის ერთ-ერთი ფავორიტი COSMIC LOVE ROTATION. შოუს გაფორმებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტისტი, Masterskey იზრუნებს.

16 აგვისტოს, სტეფანეს ახალ შოუზე, რომელიც ცოცხალი, საორკესტრო და ელექტრონული მუსიკის სინთეზი იქნება, ბათუმის კორტების კარი 20:00-ზე გაიღება.

დასასწრები ბილეთების ფასი საწყის ეტაპზე 20 ლარიდან იწყება და მისი შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here