სტეფანეს კონცერტი 28 სექტემბერს კუს ტბაზე გაიმართება

0
2438

სტეფანეს სოლოკონცერტი 28 სექტემბერს კუს ტბაზე იგეგმება. როგორც თავად მომღერალი წერს, ასეთი შემადგენლობით და სპეციალური სტუმრებით მას ღონისძიება ჯერ არ გაუმართავს.

მომღერალი აღნიშნავს, რომ მისი სპეციალური სტუმრები იქნებიან ნანი ბრეგვაძე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლო რაჭველის დირიჟორობით, მაია დარსმელიძე, ლელა წურწუმია, ქეთათო ჩარკვიანი, ერეკლე დეისაძე. როგორც სტეფანე წერს, კუს ტბის უკანა პარკინგზე პირველად იქნება წარმოდგენილი ასეთი ტიპის განათებითა და საუნდით აღჭურვილი სცენა, როგორსაც ის აპირებს.

ღონისძიება საღამოს რვა საათზე იწყება. ბილეთები უკვე დაიდო საიტზე: tkt.ge.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here