სოფო ტოროშელიძე „ევროვიზიაზე“: „უფლებას არ მოგცემთ, რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!..“

სოფო ტოროშელიძე „ევროვიზიაზე“: „უფლებას არ მოგცემთ, რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!..“

საქართველოს მხრიდან შერჩეულ ხუთკაციან ჟიურის, რომელმაც „ევროვიზიის“ გრანდფინალში მონაწილეებს ქულები დაუწერა, დიდი კრიტიკა შეხვდა ქართველი მსმენელის მხრიდან. სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ 12 ქულა მათ არა ჩეხეთის წარმომადგენლისთვის, არამედ კვიპროსის კონკურსანტისთვის უნდა დაეწერათ – მოგეხსენებათ, წელს მას ქართველი შემსრულებელი, თამთა გოდუაძე წარდგენდა.

სოციალურ ქსელში ჟიურის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარებიც არ დაიშურეს, რასაც მომღერალი სოფო ტოროშელიძე საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ უნდა ყოფილიყო ჟიურის შემადგენლობაში, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, რომლებსაც არ ასახელებს, უარი თქვა, შესაბამისად, კრიტიკას ვერანაირად ვერ მიიღებს.

გთავაზობთ სოფოს სტატუსს:

„ყურადღებით წაიკითხეთ და საერთოდ გაეშვით ჩემი სახელის და გვარის მოხსენიებას ნებისმიერ კომენტარში თუ სტატუსში! ეს განცხადება და სტატია გამოქვეყნდა 30 აპრილს, რომლის შემდეგაც გარკვეული მიზეზების გამო უარი ვთქვი „ევროვიზიის“ ჟიურის წევრობაზე. დღეს არის 19 მაისი! იცით, ძალიან ბევრჯერ გავჩუმდი და ხმა არ მოვიღე, როდესაც ცილისწამება მიდიოდა და ბულინგი ჩემი მიმართულებით, აღარ მინდა სახელები და გვარები ამოვატივტივო და რეალური მიზეზები და პერსონები დავასახელო, ვისი გადაწყვეტილებითაც დატოვეს პროექტები სხვადასხვა ადამიანმა! რატომღაც სხვებს შეგვეწმინდა ხელები მაშინაც! ახლა „ევროვიზიას“ რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ თამთაც ძალიან კარგი მეგობარია ჩემი, ოთოც და მარიკო ლეჟავა ხომ არის და არის ჩემი უძვირფასესი ადამიანი და მეგობარი! და თუ საჭიროა, სამივეს დავიცავ ისე, როგორც საჭიროა! მაგრამ რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და საერთოდ არ გავკარებივარ, უფლებას არ მოგცემთ, რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!“

30 აპრილს „პირველი არხის“ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ჟიურის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ სოფო ტოროშელიძე, ლევან აბშილავა, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ხათუნა კობერიძე.

სიახლეები/

|

May 20, 2019 / 2:06 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„შური კლავს“ – ანრი ჯოხაძე თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერას ქართულ ჟიურის ვერ პატიობს

თამთა გოდუაძეს „ევროვიზიის“ ქართულმა ჟიურიმ, რომელიც ხუთი ადამიანისგან შედგებოდა, 6 ქულა დაუწერა და ამის გამო ქართველი მსმენელისგან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კრიტიკა გამოთქვა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე: „თამთას 6 ქულა ქართული „პროფესიონალი“ ჟიურისგან. რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას “ლეველს” !!! […]

ოთო ნემსაძე „ევროვიზიაზე“ დღეს წარდგება

საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე ოთო ნემსაძე წარდგება. პირველი ნახევაფრინალური ტური დღეს, 14 მაისს შედგება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შეგიძლიათ „პირველი არხის“ ეთერში. ღონისძიება 23:00 საათზე იწყება. საქართველოს წარმომადგენელი, ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად აუდიტორიის წინაშე მე-11 ნომერად წარდგება. ოთო ნემსაძემ უკვე მოუწოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, უყურონ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ცხოვრობენ და მითითებულ ნომერზე დაურეკონ მხარდაჭერისთვის. […]

„ევროვიზიის“ კონკურსისთვის სამი სიმღერა უკვე შერჩეულია

„ევროვიზიის“ სიმღერის 2019 წლის კონკურსისთვის კომპოზიტორის კონკურსის შედეგები ცნობილია. როგორც „პირველი არხი“ იუწყება, კონკურსის შედეგად, 200-ზე მეტი სიმღერა შევიდა. სიმღერის შერჩევის პროცესი სამი ტურისგან შედგებოდა. პირველი ტურზე შეირჩა 50 სიმღერა, მეორე ტურში – 12, მათგან საუკეთესოები კი ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული ავტორები არიან: ლევან ბაშარული, რომა გიორგაძე, თამარ ბაბილუა. შეგახსენებთ, რომ „ევროვიზიის“ მონაწილე „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ […]

სოფო ტოროშელიძის ახალი სიმღერა, რომლის ვიდეოს რეჟისორიც თავად არის

სოფო ტოროშელიძის ახალი ვიდეო „იუთუბზე“ ახლახან განთავსდა. როგორც მომღერალი ვრცელ სტატუსში აღნიშნავს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც შემოქმედებითად დანებების საშუალებას არ აძლევენ. ახალი სიმღერა სახელად „ინსომნია“ სტილისტურად ძალიან ჰგავს ბიორკის მუსიკას. ვიდეორგოლის რეჟისორი თავად სოფო გახლავთ, ოპერატორი კახა ბუხრაშვილია, ხოლო დრონზე ლევან აბულაძემ იმუშავა. პროფესიონალების ხელი კლიპს აშკარად ეტყობა, რომელიც ძალიან […]

„საქართველოს ვარსკვლავი“ „პირველ არხზე“ გავა – გამარჯვებული „ევროვიზიაზე“ გაემგზავრება

როგორც „პირველი არხი“ იუწყება, მათ ეთერში მალე მუსიკალური პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ გავა, რომელსაც „ნოვა პროდაქშენსი“ მოამზადებს. ეს არის კომპანია, რომელიც „რუსთავი 2“-დან „იმედში“ გადასულ ცნობილ ტელეპროდიუსერებს, გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძეს ეკითვნით. მათ „იმედზე“ კონტრაქტი დაუმთავრდათ, რომელიც აღარ გაგრძელდა და ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ საქმიანობას, საკუთარ პროექტებს კი სხვადასხვა ტელევიზიას შესთავაზებენ. მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული 2019 […]

რეკლამა