სოფო ხალვაში ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში იმის შესახებ საუბრობს, რომ მან და მისმა მთელმა ოჯახმა უკვე დაამარცხა კორონავირუსი.
სოფო ხალვაში:
„კორონავირუსი მთელმა ოჯახმა მოვიხადეთ. თბილისში ვიყავით, როცა ვირუსი დაგვიდასტურდა. საბედნიეროდ, სტაციონარში განთავსება არ დაგვჭირდა, ასე ვთქვათ, იოლად გადავიტანეთ, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ მთელი თვე სიცხე და სისუსტე მაწუხებდა. ვცხოვრობდით ჩემი მეუღლის მშობლების ოჯახში და, რა საოცარიც უნდა იყოს, არც ერთს გადაედო, რისიც ძალიან გვეშინოდა“.
February 18, 2021 / 2:36 pm
„ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება. თაკო კორინთელი, რომელიც მის როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი „პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა. როგორც თაკო კორინთელი ჟურნალ „გზასთან“ აღნიშნავს: „სერიალის გუნდი საქმის კურსია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. […]
მოდელი მატილდა გვარლიანი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, სოციალურ ქსელშიც აქტიურია. მან “ინსტაგრამზე” ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ საოცარ ტრიუკს აკეთებს ის თავისი გრძელი ფეხებით. (ვიდეო)
შორენა ბეგაშვილი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერია მსახიობი ამ დასვენების დღეებით. ფოტო: შორენა ბეგაშვილი ესპანეთში ისვენებს მის “ფეისბუქზე” 3 მარტს, დედის დღეს კიდევ ერთი ფოტო გამოჩნდა. შორენამ დედას ბარსელონადან გაუზავნა ყვავილების თაიგული და სოცქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა. შორენამ დაგვიანებული მილოცვა ასე დაწერა: „ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა. კიდევ კარგი, […]
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილეა. მანამდე ის „აჭარის ტელევიზიაში“ გადაცემის წამყვანად მუშაობდა, თუმცა ტელევიზიიდან საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს. სოფო ჟურნალ „სარკესთან“ ახალი თანამდებობის შესახებ საუბრობს. სოფო: ბათუმის მერისგან, ბატონი ლაშა კომახიძისგან რამდენჯერმე მივიღე ეს წინადადება, მაგრამ არ დავთანმხდი. ახლა ეს ნაბიჯი გადავდგი. ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მიიღეთ? ბუნებრივია, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს ვუთხარი. […]
სოფო ხალვაშმა ბათუმში, „სოჰოში“, ბენდთან ერთად კონცერტი გამართა. ამ ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო ვალერი მელაძე, რომელიც ბუბა კიკაბიძის საღამოზე მონაწილეობის მისაღებად მშობლიურ ქალაქს სტუმრობდა. სოფოს გამოვკითხეთ წარმატებით ჩატარებული საღამოს ამბავი. სოფო, დიდხიანი პაუზა გქონდა კონცერტამდე? სხვათა შორის, არა, რადგან მე უკვე დიდი ხანია, ბენდთან ერთად პროგრამა მაქვს გაკეთებული და სხვადასხვა ადგილას ვასრულებ, მათ შორის, […]
18 აგვისტოს „Soho Batumi“ სოფო ხალვაშის ლაივკონცერტს უმასპინძლებს. შესრულდება ყველა ის კომპოზიცია, რომელიც მომღერლის თაყვანისმცემლებს უყვართ. ეს საღამო იმითაც არის გამორჩეული, რომ სოფოს კონცერტებით ბოლო პერიოდში განერბივრებულები არ ვართ. მოგეხსენებათ, ის ბათუმში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და იქ მუშაობს. მსმენელთან შეხვედრისთვის არაჩვეულებრივი დრო შეარჩია და რაც მთავარია, მისი საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ცნობილი შემსრულებელი, ვალერი მელაძე, […]
სოფო ბედია რამდენიმე ქართველ მომღერალთან ერთად საქართველოს ათ ქალაქში კონცერტებში მონაწილეობს. ეს წინასაარჩევნო კონცერტებია, სადაც სოფოსთან ერთად სალომე ბაკურაძე, სოფო ხალვაში, ნუცა ბუზალაძე და სხვები მონაწილეობენ. კონცერტების წამყვანი ცნობილი მსახიობი, თორნიკე გოგრიჭიანია. კონცერტები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ამბროლაურში, გუშინ მომღერლები თელავში იყვნენ, შემდეგ კი ბათუმს, ზუგდიდს, ახალციხესა და გორს ესტუმრებიან. როგორც სოფო აღნიშნავს, კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს. […]
რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, ანუ მასტერმა და სოფო ხალვაშმა დუეტი ჩაწერეს. "ქალაქი დრავი" - ასე ჰქვია მათ ახალ ნამუშევარს, რომელიც ბათუმს ეძღვნება.