სოფია ბზეკალავა: „ყველაზე უფრო სწორად სიყვარულს კუროები და სასწორები აღიქვამენ!..“

სოფია ბზეკალავა: „ყველაზე უფრო სწორად სიყვარულს კუროები და სასწორები აღიქვამენ!..“

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს, როგორი სიყვარული ახასიათებს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნავს და რა განაპირობებს მათ ემოციურ ფონს, ასტროლოგიის კუთხით.

სოფია წერს:

„თქვენი აზრით, რა არის სიყვარული? ასტროლოგიური გადმოსახედიდან სიყვარულის სხვადასხვა ფორმა და გაგება არსებობს. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანებს სულ სხვადასხვაგვარად უყვართ, ზოგისთვის სიყვარული მეგობრობა და თანამოაზრეობაა, ზოგისთვის ჰარმონია, ვიღაცისთვის კი ემოციების ზღვა და სიღრმე, ზოგჯერ ტკივილი და ტანჯვაც კი.

პირად ჰოროსკოპში პლანეტა ვენერას განლაგება განაპირობებს, ამა თუ იმ ადამიანის შემთხვევაში როგორ უყვარს და რას ელის ურთიერთობებში, ასევე იმასაც, თუ ვინ იქნება მისი იდეალური პარტნიორი.

მიჩნეულია რომ ყველაზე უფრო „სწორად“ სიყვარულს კუროები და სასწორები აღიქვამენ, იმიტომ რომ თავად სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს ამ ორ ნიშანს და ზუსტად მათ იციან, რას ნიშნავს ჭეშმარიტი რომანტიკა, არანაკლებ თავგანწირული და ღრმაა სიყვარულში თევზების ზოდიაქოს ნიშანიც, ეს არის ხალხი რომელსაც ხშირად საკუთარი პრიორიტეტების მიტანაც კი შეუძლია სამსხვერპლოზე სიყვარულის სახელით.

მაგრამ ჩემთვის როგორც ასტროლოგისთვის ყველაზე ღრმა, ყველაზე ინტენსიური და დრამატული მორიელის ემოციებია. მორიელმა შუალედი არ იცის სიყვარულში. მაქსიმუმს გასცემს და მაქსიმუმს ელოდება პარტნიორისგან. შეუძლია, როგორც უდიდესი სიყვარული, ისე უდიდესი მტრობა და შურისძიება, თუკი მისი გრძნობები ფეხქვეშ გათელეს და მოატყუეს. მე შემხვედრია მორიელის ნიშნით დაბადებული, საოცრად ერთგული ხალხი, ისეთებიც კი ვისი სიყვარულიც უკვე გარდაცვლილი ადამიანის მიმართ არ გახუნებულა და არ გაცივებულა. თუმცა მინახავს შურისმაძიებლებიც. ამიტომ მათთვის ვის ჰოროსკოპშიც მორიელის ნიშანი რამეთი მაინც კავშირშია პირად ცხოვრებასთან სიყვარული ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. მაგრამ ასევე დამანგრეველიც“.

სიახლეები/

|

March 6, 2018 / 6:07 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

ლელა წურწუმიას კონცერტზე განსაკუთრებულ თაყვანისმცემლებს მომღერლის გამოსახულებით მაისურს აჩუქებენ

ლელა წურწუმია მორიგი სოლოკონცერტისთვის ემზადება, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე იწყება. 15 აგვისტოდან შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები TKT.GE-ზე ბილეთების ფასი მერყეობს 15-დან 30 ლარამდე. ორგანიზატორების თქმით, A კატეგორიის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, კონცერტზე მისულს თქვენს ადგილზე საჩუქარი დაგხვდებათ მაისურის სახით, რომელზეც მომღერალია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბრიდან ბილეთების ფასი მოიმატებს. კონცერტი სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.

ნინო ნადირაძე: „სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვნიან, არ მოისვენებენ…“

ნინო ნადირაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადაღებული. როგორც მოგეხსენებათ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაო ხანია, რაც მიმდინარეობს. როგორც ტელეწამყვანი წერს, ვაკეში მალე პირველყოფილი ვაკელების სამარხს აღმოაჩენენ, თუკი თხრის სისწრაფეს გავითვალისწინებთ: „ვაკეში ისეთი გამალებით თხრიან, მგონი სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვიან, არ მოისვენებენ, ნუ ბრინჯაოს ხანის ყავის ჭიქას მაინც“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სოფია ბზეკალავა: „თუკი ვინმე თქვენი ცხოვრებიდან მიდის, ნუ ებღაუჭებით, ახლა ზუსტად ის დროა…“

სოფია ბზეკალავა წერს, რომ სწორედ ახლა არის ის პერიოდი, როცა ყველა რთულ ურთიერთობას უნდა დაემშვიდობოთ. ასტროლოგის თქმით, ამგვარი ურთიერთობები არ უნდა დაიბგრეს ან სიმყარეზე გადამოწმდეს. გთავაზობთ სოფია ბზეკალავას სტატუსს ამ თემაზე: „ყველა ვერშემდგარ რომანსა და სტრესულად დასრულებულ ურთიერთობაში არის კანონზომიერება. ახლა ზუსტად ის დროა, როცა არასასურველი კავშირები საბოლოოდ უნდა დაინგრეს ან გადამოწმდეს სიმყარეზე. ჰოდა, თუკი […]

რა არის „ღარიბის ფსიქოლოგია“ და როგორ მოვიზიდოთ ფული? – ასტროლოგის რჩევები

სოფია ბზეკალავა იმის შესახებ წერს, რა არის „ღარიბის ფსიქოლოგია“ და როგორ უნდა მივაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას. როგორც ის აღნიშნავს, ასტროლოგთან მისულები, პირველ რიგში, სწორედ იმას ეკითხებიან, როგორ გაიუმჯობესონ ფინანსური შესაძლებლობები. სოფია წერს: „ასტროლოგთან ვიზიტზე მისული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილის მთავარი ინტერესის საგანია ფული და ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც დიახაც რომ სავსებით შესაძლებელია გამოითვალოს თქვენი პირადი ჰოროსკოპის მაჩვენებლების […]

დღეს ახალმთვარეობაა ტყუპების ნიშანში – „მოიცილეთ მენტალური ნაგავი“

სოფია ბზეკალავა წერს, რომ დღეს ახალმთვარეობაა ტყუპების ზოდიაქოში. რას ნიშნავს ეს და როგორ უნდა მოვიქცეთ, ცნობილი ასტროლოგის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „მეგობრებო, დღეს არის ახალმთვარეობა ტყუპების ♊ზოდიაქოს ნიშანში. ეს არის ყველაზე ორსახოვანი და ცვალებადი ნიშანი, მისი მმართველი მერკური კი “კურირებს” ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის თემას, ფიქრებს და აზრებს. ამიტომ დღევანდელ დღეს ემოციებთან ერთად აკონტროლეთ საკუთარი ფიქრებიც, დაუკვირდით, რას ამბობთ, […]

ასტროლოგი: „მათ გასაგონად, ვინც ახალი საქმის წამოწყებას აპირებს…“

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს იმ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ, რომელიც წინ გველოდება და გვირჩევს, ახალი საქმის წამოწყებას ამ ხნის განმავლობაში თავი ავარიდოთ. გთავაზობთ ასტროლოგის რეკომენდაციას: „მეგობრებო, მათ გასაგონად ვამბობ, ვინც ახალი საქმის წამოწყებას გეგმავს, მნიშვნელოვან შეხვედრას ან გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. 23 მარტიდან დაახლოებით 17 აპრილის ჩათვლით პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში […]

ასტროლოგის გაფრთხილება: „მნიშვნელოვანია, უახლოესი ერთი კვირა მაქსიმალური სიფრთხილით გაიაროთ!..“

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს, რომ მზის დაბნელებამდე სულ ორი დღეა დარჩენილი. რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი რთული და ზოგადად, რითია ის გამორჩეული, წაიკითხეთ ასტროლოგის პოსტში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მეგობრებო, ორი დღე დარჩა მთვარის დაბნელებამდე. 31 იანვარს ველოდებით ზუსტად ამ მოვლენას. ეს იშვიათი დაბნელებაა, ისეთი, როგორიც 170 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე. ეს არის ე.წ “ცისფერი […]

რეკლამა