„შური კლავს“ – ანრი ჯოხაძე თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერას ქართულ ჟიურის ვერ პატიობს

„შური კლავს“ – ანრი ჯოხაძე თამთა გოდუაძისთვის 6 ქულის დაწერას ქართულ ჟიურის ვერ პატიობს

თამთა გოდუაძეს „ევროვიზიის“ ქართულმა ჟიურიმ, რომელიც ხუთი ადამიანისგან შედგებოდა, 6 ქულა დაუწერა და ამის გამო ქართველი მსმენელისგან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კრიტიკა გამოთქვა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ანრი ჯოხაძემ. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:

„თამთას 6 ქულა ქართული „პროფესიონალი“ ჟიურისგან.

რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას “ლეველს” !!!

მხოლოდ საქართველოში არ გაპატიებენ წარმატებას.

შური კლავს მეგობრებო !!! #Tamta“.

შეგახსენებთ, რომ თამთა გოდუაძემ კონკურსის გრანდფინალში 101 ქულა მიიღო. ის კვიპროსის სახელით მონაწილეობდა და მე-15 ადგილზე გავიდა.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

May 20, 2019 / 1:35 pm

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ხატია ბუნიათიშვილი 28 სექტემბერს თბილისში კონცერტს გამართავს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში კონცერტს აანონსებს. ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე მუსიკოსმა განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია, რომ 28 სექტემბერს თბილისში კონცერტი ექნება. ღონისძიება ჩანიშნულია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკლაურ ცენტრში. ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. „ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები ჩემს ქალაქს“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ანრი ჯოხაძე ბათუმის სახელმწიფო კაპელასთან ერთად კონცერტს გამართავს

31 აგვისტოს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ანრი ჯოხაძის სოლოკონცერტი გაიმართება. მომღერალთან ერთად სცენაზე გამოვა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა! საღამოს სახელწოდებაა: „კაპელა და მეგობრები“. საღამო 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, ანრი ჯოხაძე მეორედ გახდა „ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდოს მფლობელი. მისი სიმღერა „ცივი ნოემბერი“ წლის სიმღერად დასახელდა. (ფოტო)

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ არა საკუთარ, არამედ სხვა სიმღერას გულშემატკივრობს

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა. ანრი ჯოხაძე: ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით […]

მარიკო ლეჟავა განმარტავს, რატომ დაუწერა თამთა გოდუაძეს „ევროვიზიაზე“ დაბალი ქულა

„ევროვიზიის“ გრანდფინალის შემდეგ, სადაც კვიპროსის წარმომადგენელმა ქართველმა შემსრულებელმა, თამთა გოდუაძემ მე-16 ადგილი დაიმსახურა და ქართული ჟიურისგან 6 ქულა მიიღო, სოცქსელებში აქტიურად ეხმაურებიან. ქართული ჟიური კრიტიკის ქარცეცხლში მსმენელმა გაატარა და აღნიშნეს, რომ მათ უმაღლესი ქულა სწორედ თამთასთვის უნდა მიენიჭებინათ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ამ თემაზე და კრიტიკას პასუხობს: „ორი […]

თამთა გოდუაძის მიმართვა ქართველ მსმენელს: „ვწუხვარ, რომ ხუთმა ადამიანმა ჩემთან საბოდიშო გაგიხადათ…“

თამთა გოდუაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით გამოდიდა და მე-16 ადგილი დაიკავა ფინალურ ტურში, ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ქართველ მსმენელს მიმართავს და მათ დიდი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ჩემო კარგებო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ჩემ გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან […]

სოფო ტოროშელიძე „ევროვიზიაზე“: „უფლებას არ მოგცემთ, რომ კიდევ შემაწმინდოთ ხელი!..“

საქართველოს მხრიდან შერჩეულ ხუთკაციან ჟიურის, რომელმაც „ევროვიზიის“ გრანდფინალში მონაწილეებს ქულები დაუწერა, დიდი კრიტიკა შეხვდა ქართველი მსმენელის მხრიდან. სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ 12 ქულა მათ არა ჩეხეთის წარმომადგენლისთვის, არამედ კვიპროსის კონკურსანტისთვის უნდა დაეწერათ – მოგეხსენებათ, წელს მას ქართველი შემსრულებელი, თამთა გოდუაძე წარდგენდა. სოციალურ ქსელში ჟიურის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარებიც არ დაიშურეს, რასაც მომღერალი სოფო ტოროშელიძე […]

რეკლამა