საქართველო – იაპონიის მატჩზე ჰიმნი ანიტა რაჭველიშვილმა იმღერა

საქართველო – იაპონიის მატჩზე ჰიმნი ანიტა რაჭველიშვილმა იმღერა

საქართველო-იაპონიის რაგბის მატჩი, ტრადიციულად ჰიმნით გაიხსნა. თამაშის დაწყების წინ, ლოკომოტივის სტადიონზე, საქართველოს ჰიმნი ანიტა რაჭველიშვილმა შეასრულა. ანიტას აკომპანიმენტს თავდაცვის სამინისტროს საჩვენებელი ორკესტრი უწევდა. მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი საფრანგეთიდან საქართველოში სპეციალურად ამ მატჩისთვის ჩამოვიდა.

სიახლეები/

|

November 12, 2016 / 5:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Beth Hart მასთან ერთად სამღერლად ნინა სუბლატს ეპატიჟება (ვიდეო)

Beth Hart თბილისშია. ის თავის ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში კონცერტის გასამართად. ბეტ ჰარტი „ალტერვიჟენ ჯგუფმა“ მოიწვია. კონცერტი 18 ნოემბერს იპოდრომის პარკშია დაგეგმილი. ბეტ ჰარტმა აეროპორტიდან თაყვანისმცემლებისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა, იმ გოგონასთან ერთად, რომელმაც მისი სიმღერა „Am I The One“ შოუში შეასრულა და ის მოიგო, თავადაც იმღეროს ხვალინდელ კონცერტზე. როგორც მივხვდით, საუბარი […]

42 წლის თინა კანდელაკის ფორმაში ყოფნის საიდუმლო – „არანაირი ვარჯიში და დიეტა არ გიშველით, თუკი…“

42 წლის თინა კანდელაკი შესანიშნავ ფორმაშია და სხეულის დემონსტრირებას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე არ ერიდება. ტელეწამყვანი ძალიან აქტიურად ვარჯიშობს და თავის მოვლაც არ ესწავლება, თუმცა, გვარწმუნებს, რომ მისი რეცეპტი მაინც განსხვავებულია და აღნიშნავს: „მეგობრებო, არანაირი სპორტი და დიეტა არ გიშველით, თუკი ალკოჰოლს მოიხმართ. ალკოჰოლი არის ბოროტება. ამ შაბათს ეროვნულ ვარჯიშს გამოვტოვებ, თქვენ ივარჯიშეთ მანდ, ჩემ მაგივრად, […]

„მგზავრების“ ახალი კლიპი სიმღერაზე „ვაზი“ გამოვიდა (ვიდეო)

„მგზავრების“ ახალი კლიპი უკვე ინტერნეტსივრცეშია. სიმღერაზე „ვაზი“ ვიდეორგოლი უცხოურმა ჯგუფმა გადაიღო. როგორც გიგი აღნიშნავს: „ამ სიმღერის ფესვები ჩემს ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ვაზი – ეს არის ყურძნის მტევანი. როცა ბაბუაჩემი მასწავლიდა, როგორ უნდა მოვპყრობოდი ყურძენს, სულ მეუბნებოდა – დაიმახსოვრე, ყურძნის ახალი ჯიშის გამოსაყვანად დაახლოებით ათასი წელია საჭირო. ამისი აზრი ისაა, რომ ადამიანები აცნობიერებენ, ამას თავისთვის კი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ანიტა რაჭველიშვილის მასშტაბური კონცერტი პიაცაზე 23 აგვისტოს გაიმართება

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლის, მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბათუმში, პიაცაზე, 23 აგვისტოს გაიმართება. კონცერტის წარმდგენები არიან აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია „რედკო“. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. პროექტის სახელწოდებაა „მუსიკა გვაერთიანებს“, ეს სახელწოდება თემატურია, ვინაიდან ღონისძიებაზე განსხვავებულ ჟანრთა სინთეზი გველის. კონცერტის მონაწილე ასევე იქნება იტალიური პროგრესული როკ-ჯგუფი „Profusion“. […]

ანიტა რაჭველიშვილი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველ მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილს პარიზის ოპერაში დალილას როლის შესრულებისთვის პრესტიჟული ჯილდო მიაკუთვნეს. ის სხვა ხუთ ქალ შემსრულებელთან ერთად იყო წარდგენილი შესაბამის ნომინაციაში და ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა. Bachtrack Opera Awards 2017 მან საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში დაიმსახურა. ანიტას „ფეისბუქ“-კედელი მილოცვებითაა აჭრელებული. აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო ქართველმა ოპერის მომღერალმა დამსახურებულად მიიღო. ხმის მიცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში […]

Bachtrack Opera Awards-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაზე ანიტა რაჭველიშვილია წარდგენილი

Bachtrack Opera Awards, პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიაა ოპერის სამყაროში. 2016-17 წლების სეზონის განმავლობაში კომპეტენტურმა ჟიურიმ 600-მდე პერფორმანსი განიხილა მსოფლიო მასშტაბით და ოთხ კატეგორიაში 6-6 საუკეთესო შემსრულებელი წარადგინა. ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესო საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაცია, სადაც ანიტა რაჭველიშვილია წარდგენილი „სამსონი და დალილა“-ში მონაწილეობისთვის. ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე – https://bachtrack.com/bachtrack-opera-awards-2017-best-female-singer.

ანიტა რაჭველიშვილი მომხიბვლელი მომღერლების რეიტინგში პირველ ადგილზეა !

www.operalife.it-ზე 10 ყველაზე მომხიბვლელი ოპერის მომღერალი ქალბატონის სია გამოქვეყნდა, რომელშიც ანიტა რაჭველიშვილიც მოხვდა. 33 წლის ქართველი სოპრანო, მომხიბვლელი საოპერო ვარსკვლავების რეიტინგში, პირველ ადგილს იკავებს. ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ, ანა ნეტრებკო, მაგდალინა კოზენა, ევა მალი და სხვები. მომხიბვლელი საოპერო მომღერლების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება.

რის გამო აკრიტიკებს ანიტა რაჭველიშვილი კახი კალაძეს?

"რა რომანტიკაა! ოჯახთან ერთად ვსხედვართ და ბავშვობას ვიხსენებთ და იცით რატომ? საბურთალოზე შუქი არ არის ისევ! დიდი მადლობა ბატონო კახა. მე-9 ბლოკის გათიშვას როდის ველოდოთ? ხვალაც გათიშავენ ნეტავ?! წყლის მომარაგება უკვე დავიწყე, ხვალაც თუ ჩაქვრა შუქი გენერატორსაც შევიძენთ! გაგებით მივეკიდოთ!

რეკლამა