“სან რემო ჯუნიორის“ კონკურსზე საქართველო, 11 წლის ლიზი წერეთელმა წარადგინა

0
6126

პროდიუსერი ნატო დუმბაძე და კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე, რამდენიმე დღის წინ სან-რემოში გაემგზავრნენ. იტალიაში გამგზავრების მიზეზი, სიმღერის კონკურსია, სადაც საქართველოს, 11 წლის ლიზი წერეთელი წარადგენს. “მიუზიკ ბოქსი“ ნატო დუმბაძეს დაუკავშირდა:

“იტალიის „სან რემო ჯუნიორის“ პრეზიდნტმა, რომელიც არის ჩემი მეგობრის, ვასიკო თედორაშვილის მეგობარი, ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს მიეღო მონაწილეობა ამ კონკურსში.  თვენახევრის წინ, მან  დაგვპატიჟა სან რემოში, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, კონკურსზე გასამგზავრებლად, შევარჩიეთ 11 წლის ლიზი წერეთელი.  გიგა კუხიანიძის და მაკა დავითაიას ძალისხმვით, უმოკლეს დროში შევარჩიეთ რეპერტუარი და მალევე გამოვემგზავრეთ იტალიაში.  გუშინ  უკვე ლიზიმ წარადგინა საქართველო, მას  არაჩვეულებრუვი შესრულება ჰქონდა სიმფონოურ ორკესტრთან ერთად! გამარჯვებული 6 მაისს გამოვლინდება, ასე რომ გვიგულშემატკივრეთ.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here