სალომე კორკოტაშვილმა ვაშინგტონში ამერიკის ჰიმნი შეასრულა – „ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა…“ (ვიდეო)

0
2112

რამდენიმე დღის წინ სალომე კორკოტაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სალომე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ქართველი დიზაინერის მიერ შეკერილ ვარდიან შავ კაბაში და აშშ-ს ჰიმნი შეასრულა.

მომღერალმა ვიდეო საკუთარი „ფეისბუქზე“ განათავსა და საკუთარი შთაბეჭდილებებიც გააზიარა:

„ასე ემოციურად არასდროს მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს, top ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl-ზე, რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი!

მინდა, მადლობა ვუთხრა დათუნა სულიკაშვილს, ასეთი ჯადოსნური კაბისთვის და ჩემს ახალ ოჯახს საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში!!!“ (ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here