როგორ ჩაიარა მიუნხენში „ქოლდფლეის“ კონცერტმა, რომელსაც ყველაზე მეტი ქართველი ესწრებოდა

0
2736

ჯგუფ „ქოლდფლეის“, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ქართველ ფანებს მსოფლიოს ხან ერთ, ხან მეორე წერტილში აქვთ გადაღებული ჯგუფის კონცერტებზე.

6 ივნისს „ქოლდფლეიმ“ თავისი ტურნეს ფარგლებში მიუნხენის ოლიმპიური სტადიონი დალაშქრა და თავისი თაყვანისმცემლები შეკრიბა. მათ შორის ქართველების იყვნენ. ტელეწამყვანი ანნა იმედაშვილი მეუღლესთან, რეჟისორ დავით იმედაშვილთან ერთად ზემოხსენებულ კონცერტს დაესწრო და შთაბეჭდილებები fortuna.ge-ს გაუზიარა.

ანნა იმედაშვილი:

„სიტყვები გრძნობათათვის არ არიან“ (იღიმის). სასწაული იყო, ვერაფერი შეედრება იმას, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ. არნახულად ფერადი შოუ იყო. Coldplay-ს მსმენელებმა იციან, რომ კრისის კონცერტზე სპეციალური ფერად-ფერადი სამაჯურები ურიგდება მაყურებელს/მსმენელს. შოუს დაწყებასთან ერთად ეს სამაჯურები სინქრონში ანათებს და ყველა დამსწრე შოუს ნაწილი ხდება. (ვრცლად/ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here