სალომე კორკოტაშვილი ბრიტანულ “იქს ფაქტორში“ მიიწვიეს

0
1600

მომღერალი, სალომე კორკოტაშვილი ბრიტანულ “იქს ფაქტორში“ მიიწვიეს, ამის შესახებ მან მიუზიკ ბოქსის გადაცემა “ავტოგრაფში“ ისაუბრა. “ინგლისში ერთ-ერთ ბარში კარაოკე-ფართი იყო, სადაც გამარჯვებულს 500 ფუნტი გადაეცემოდა. არაჩვეულებრივი ფერადკანიანი გოგონები მღეროდნენ, ცოტა შემეშინდა კიდეც სიმღერის, მაგრამ გავიმარჯვე. რამდენიმე დღეში ბრიტანული “იქს ფაქტორიდან“ დამირეკეს და კასტინგზე მიმიწვიეს. მაგრამ იმის გამო რომ ვიზა არ მომცეს, ამ ეტაპზე ვერ მოვახერხე მონაწილეობის მიღება. დარწმუნებული ვარ აუცილებლად მივიღებ ბრიტანულ “იქს ფაქტორში“ მონაწილეობას საქართველოს სახელით“ – განაცხადა მომღერალმა გადაცემაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here