სალომე კორკოტაშვილი, მოგეხსენებათ, ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის „SongBuilder Studio“-ს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსში 15 000-მდე მუსიკოსი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან, ხმის ჩამწერმა სტუდიამ კი სწორედ სალომე შეარჩია, რომლის სასცენო ფსევდონიმია სალიო, სიმღერით „Wayside“.
სალომემ, როგორც გამარჯვებულმა, სტუდიის სრული მომსახურების პაკეტი მიიღო, მას სიმღერას პროფესიონალურ სტუდიაში ჩაუწერენ, არანჟირებაზე კი „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი – როს პეტერსონი იმუშავებს. როცა კომპოზიცია მზად იქნება, მას ამერიკის მასშტაბით 100-მდე რადიო დაატრიალებს.
იმისთვის, რომ სალომესთვის ეს ყველაფერი რეალობად იქცეს, მომღერალი ამა წლის თებერვალში აუცილებლად უნდა გაემგზავროს აშშ-ში, კერძოდ მერილენდში. მომღერალს გასამგზავრებლად სჭირდება ბილეთის თანხა და სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება.
სოცქსელში ვრცელდება მიმართვა, სადაც ყველას მოუწოდებენ, დაინტერესდნენ ქართველი მომღერლის წარმატებით და დაეხმარონ მას ფინანსურად.
January 25, 2017 / 4:40 pm
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს: „მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აუცილებელია, ბევრი ვიმოძრაოთ. მარტო იმიტომ კი არა, რომ გამხდრები ვიყოთ და ლამაზი ფორმები გვქონდეს, ეს ჩვენს განწყობაზეც აისახება და ჯანმრთელობაზეც, ყველას გვინდა, ჯანსაღი და ლამაზი სახის კანი გვქონდეს, ამიტომაცაა კარგი თავდაყირა დგომა, ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თქვენ […]
გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ჯვრისწერის ფოტოები ახლახან Savemoment Studio-მ გამოაქვეყნა. ფოტოზე ჯვრისწერისას გადაღებული კადრებიც არის, ასევე ტაძრის გარეთ წყვილისთვის და ცალკე პატარძლისთვის გადაღებული ფოტოებიც. გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ჯვარი მამა პეტრე კოლხმა სვეტიცხოველში დაწერა. პატარძალი ულამაზესი იყო დათუნა სულიკაშვილის კაბასა და მოკლე მოსაცმელში, რომელსაც მაღალქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი შეუხამა. (ფოტოები)
ნინი ქარსელაძე საკუთარ გარდერობს დიდ ყურადღებას აქცევს და ყოველთვის კარგად გამოიყურება. მომღერლის სამოსსა და ნივთებს შორის ბევრი ბრენდია, მათ შორის „შანელი“ და „დიორი“ . ერთ-ერთი ბოლო ანსამბლი, რომლითაც ის „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა, სწორედ „შანელის“ პიჯაკსა და შარვალს და „დიორის“ ცნობილ ჩანთას აერთიანებს. (ვრცლად/ფოტოები)
სალომე კორკოტაშვილი, სალიო მუსიკოსებთან ზიკო ნაზღაიძესა და სანდრო სალუქვაძესთან ერთად, მათი აკომპანემენტით, ასრილებს ცნობილ საშობაო სიმღერას Christmas Tree ასრულებს. ერთ-ერთი მუსიკოსი, აკომპანემენტისთვის სასმლის ბოთლებს წარმატებულად იყენებს, მეორემ კი ტრადიციული გზა აირჩია და გიტარაზე უკრავს. (ვიდეო)
UP2U Batumi – მა სალომე კორკოტაშვილის ბენდს Salio უმასპინძლა. მომღერალი თავისი რეპერტუარით წარდგა მსმენელის წინაშე. სცენაზე სალომე ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა. ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულებისას მან ძალიან ცხელი და სექსუალური ცეკვა შესთავაზა მაყურებელს, რომელმაც მისი პერფორმანსი შეძახილებით დააფასა. (ვიდეო)
ჯგუფ „სალიოს“ ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“ ვრცელდება ვიდეო, რომელიც აეროპორტშია გადაღებული. სალომე კორკოტაშვილი ჯეიმს ბრაუნის ცნობილ სიმღერას, „I Feeel Good“ აეროპორტის თანამშრომელთან ერთად ასრულებს, ეს უკანასკნელი კი ქართველი მომღერლის ვოკალური შესაძლებლობების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავს. „სალიო“ მადრიდში, Mad Cool Festival-ზე იმყოფებოდა, სადაც ინტერნეტრჩეულის სტატუსით წარდგნენ და შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდათ. (ვიდეო)
სალომე კორკოტაშვილის ჯგუფი Salio მსმენელს ახალ სიმღერასა და მასზე გადაღებულ კლიპს სთავაზობს. მელოდიური სიმღერის სახელოწდება არის Yeah. მისი ამონარიდი სალომემ „ფეისბუქ“-მომხმარებლებს დაალოხბეით ერთი თვის წინ გააცნო, როდესაც გამოქვეყნებულ ვიდეოში ამ კომპოზიციაზე ცეკვავდა. ახლახან კი მან „იუთუბზე“ კლიპი განათავსა და საკუთარი სოციალურ ქსელშიც გააზიარა. სიმღერა სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის „ფეისბუქზეც“ და „საუნდქლაუდზეც“. კლიპზე დათო შალიკაშვილმა […]
„მეოცნებე“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც სალომე კორკოტაშვილმა ახლახან გარდაცვლილ კოლეგასა და მეგობარს, თამარ ბაბილუას, იმავე ბაბის მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ თამარი, რომელიც ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი გახლდათ, სიმსივნეს სამი წელი ებრძოდა, თუმცა ამ ბრძოლაში დამარცხდა… მომღერალი მშობლიურ ქალაქ ფოთსი დაკრძალეს. მას ერთი გოგონა დარჩა… სალომე კორკოტაშვილმა სიმღერით მიაგო პატივი მეგობარს და დაწერა: „ბაბი, ეს სიმღერა შენ […]