სალომე ღვინიაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

0
4243

ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი იუბილარია. საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე დღეს 36 წლის გახდა. მისმა მეუღლემ, მოდელმა და დიზაინერმა სალომე ღვინიაშვილმა ქმარს, დაბადების დღე სოციალურ ქსელში ემოციურად მიულოცა. „ გილოცავ ჩემი ცხოვრების სიყვარულო და ჩემი ოცნების ქმარო დაბადების დღეს. შენ ხარ ყველაზე საუკეთესო, ჩემი ბედნიერება. 11 წელი ერთად“-წერს სალომე სოციალურ ქსელში და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოს ავრცელებს.

სალომე და ზურა ხიზანიშვილი 11 წლის წინ დაქორწინდნენ, წყვილს ორი საერთო შვილი ნიტა და ტასო ჰყავთ. სალომეს ზურასთან დაქორწინებამდე, პირველი ქორწინებიდან ვაჟი დათუნა ჰყავს, რომელიც ზურასთან და სალომესთან იზრდება.

salomezura

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here