სად ვარჯიშობენ ქართველი ცნობადი სახეები და როგორ ინარჩუნებენ ისინი ფორმას?

0
4218

ჯანსაღი ცხოვრების წესი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. სავარჯიშო დაბრაზებში და საცურაო აუზზე, ბევრი ადამიანი ატარებს დროს, მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც. ვინ სად ვარჯიშობს და ვინ როგორ ინარჩუნებს ფორმას, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

სოფო ნიჟარაძე

სოფო ნიჟარაძე აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწევა. მან ვარჯიში რამდენიმე წლის წინ, ნინა წკრიალაშვილთან ერთად დაიწყო. როგორც ჩანს სოფო ახლა უკვე ნინას გარეშე ვარჯიშობს და არჩევანს სპორტ-დარბაზ “ოქტოპუსზე“ აკეთებს. სავარჯიშო დარბაზში გადაღებულ ფოტოებს ის ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე. რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშისას, როგორც ჩანს სოფომ ფეხი დაიზიანა და სურათი სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც წერს რომ ფეხი ველოსიპედის პედალზე დაიზიანა.

ლაშა შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ლაშა შევარდნაძე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. მართალია დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად ვარჯიშს მაინც ახერხებს. მეგობრებთან ერთად, დილით კუს ტბაზე დარბის, საღამოს კი „ფაუერ ჰაუსში“ ვარჯიშობს.

14368754_10100655426776651_7422631346726947723_n

ნინო თოლორდავა

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, გამორჩეული სილამაზის მქონე ჟურნალისტია. მისი ოჯახის წევრები აქტიური სპორტის მიმდევრები არიან, ქმარი ძალოსანი ჰყავს, შვილი კი კალათბურთელია და ამერიკაში თამაშობს. ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ნინომაც დაიწყო, ის „ფიტ გალერიში“ კვირაში რამდენჯერმე ვარჯიშობს, სადაც მეგობართან ერთად დადის.

14705846_10205494241793766_3295417828217940689_n

ეკო ფანგანი

მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, ვარჯიშით არის გატაცებული. ის თითქმის ყოველდღიურად ვარჯიშობს „ასპრიაში“. მას პირადი ინსტრუქტორი, ოთო გვარაძე ჰყავს, რომელიც თბილისში ბევრისთვის არის ცნობილი.

15032640_10153898527686962_1357833190527595656_n

ანუკი არეშიძე

დიზაინერი ანუკი არეშიძე მართალია უკვე ისედაც შესაშურ ფორმაშია, მაგრამ მაინც აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწევა.  ანუკი რამდენიმე წელია სპორტ-დარბაზში ვარჯიშობს და არჩევანს “Gym1“-ზე აკეთებს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here