როგორ უკრავს ფანდურზე სოფო ბათილაშვილი: „მრცხვენოდა, რომ ფანდურზე დაკვრა შემეძლო…“

0
2440

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი ქართულ სიმღერასთან ერთად, ქართულ ინსტრუმენტებსაც მიუბრუნდა, რომლებზე დაკვრაც სცოდნია და ახლა თავიდან იხსენებს.

სოფომ გააზიარა ვიდეო, სადაც ფანდურზე უკრავს და დაწერა:

„წლების მერე რომ უბრუნდები რაღაცას, რაც შენი ცხოვრების ნაწილი იყო…

რაღაც პერიოდი მრცხვენოდა,რომ ფანდურზე დაკვრა შემეძლო, ახლა ვხვდები,რომ დიდი სისულელე ხდებოდა ჩემს თავს.

დღეს მიხარია, რომ შემიძლია დავუკრა რამდენიმე ინსტრუმენტზე, მათ შორის ფანდურზე, რომლის შესწავლაც თავის დროზე ისე მინდოდა, რომ ვითხოვე და ჩემით დავიწყე სწავლა, თითებს ვისისხლიანებდი რამდენიმე საათიანი გაუჩერებელი მეცადინეობით და ამ ნატკენი ხელებით მაინც ვაგრძელებდი დაკვრას, იმიტომ, რომ მიზანი მქონდა – უნდა მესწავლა …

ეს კვირების წინ გადაღებული ვიდეოა, სადაც ვიხსენებ დაკვრას და სიხარულისგან მეცინება, რომ ჯერ კიდევ შემიძლია!“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here