როგორ ჰგავს ერთმანეთს დათუნა სულიკაშვილისა და ამერიკელი დიზაინერის შექმნილი სამოსი (ფოტოები)

როგორ ჰგავს ერთმანეთს დათუნა სულიკაშვილისა და ამერიკელი დიზაინერის შექმნილი სამოსი (ფოტოები)

ახლახან დათუნა სულიკაშვილმა თავისი ახალი კაბები წარადგინა საზოგადოების წინაშე. მათი გამაერთიანებელი შტრიხი არის ძალიან დიდი ყვავილი, რომელიც კაბებს წინ აქვთ დამაგრებული. ერთ-ერთი ამგვარი კაბა ლელა წურწუმიას „იქს ფაქტორის“ გადაცემაზე ეცვა და მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია, მეორე კი დათუნამ საჩუქრად ნანუკა ჟორჟოლიანს გაუგზავნა, რომელიც ტელეწამყვანმა სიამოვნებით მოირგო საკუთარ დაბადების დღეზე, ხოლო დათუნას დიდი მადლობა გადაუხადა „ფეისბუქის“ საშუალებით.

ახლახან აშშ-ში BET Awards გაიმართა, პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია, სადაც ერთ-ერთი სერიალის „ფორთოხლისფერი ახალი შავია“ ვარსკვლავი, დომენიკური წარმოშობის ამერიკელი მსახიობის, დაშა პოლენკოს თეთრი ანსამბლი საუკეთესო ჩაცმულობად აღიარეს. დაშას შარვალი და პიჯაკი ეცვა, რომელსაც ძალიან დიდი ზომის ყვავილი ამშვენებდა. ეს ჩაცმულობა და დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი სამოსი ერთმანეთს მივამსგავსეთ და მათ ერთობლივ ფოტოკოლაჟს გთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ დაშა პოლენკოს ჩაცმულობაზე ამერიკელმა დიზაინერმა Bishme R. Cromartie-მ იმუშავა. დიზაინერმა დიდი ყვავილები თავის კოლექციაში 2015 წლიდან შეიტანა და ეს დეტალი კოლექციაში გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე მოდის ტენდენციები იცვლება და დიზაინერებისთვის გარკვეული კანონები არსებობს, რომელთა ფარგლებში ისინი საკუთარ კოლექციებს ქმნიან, ტენდენციები კი ერთია, თუმცა სრულ კოპირებას ამ სამყაროში არავინ მიესალმება. ფოტოები

სიახლეები/

|

June 27, 2017 / 4:25 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ავთანდილ ცვიტინიძის მეუღლის გრანდიოზული დაბადების დღე და ულამაზესი წითელი კაბა (ვიდეო)

18 თებერვალს დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძის დაბადების დღე იყო და ის გრანდიოზულად აღინიშნა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც წყვილის მეგობრები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც. ხათუნა დაბადების დღეზე ულამაზესი წითელი კაბით გამოცხადდა. შესაბამისი ვიდეო ავთანდილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა და დაბადების დღე მიულოცა მეუღლეს. ამ დღეს მუსიკალური ნომრების გარეშე, რასაკვირველია, არ ჩაუვლია. სცენა დაიკავეს […]

ნათია დუმბაძეს გოგონა შეეძინა – მომღერალმა ლოს-ანჯელესში იმშობიარა

ნათია დუმბაძესა და მის მეუღლეს, ბაჩო ბატატუნაშვილს, აშშ-ში გოგონა შეეძინათ. პატარა 18 თებერვალს დაიბადა, „სედარ სინაი ჰოსპიტალში“, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ნათიას მეუღლე ბოლო პერიოდია, აშშ-ში ცხოვრობს, მომღერალი ხშირად სტუმრობს ხოლმე მას, მეორე ბავშვის მოლოდინში კი ბოლო რამდენიმე თვე მეუღლესთან ერთად გაატარა და მშობიარობაც იქ გადაწყვიტა. ნათიასა და ბაჩოს პირველი შვილი ბიჭი ჰყავთ, რომელსაც დუდუ ჰქვია. […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკა დათო არჩვაძის სიმღერაზე აცეკვდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება მაია ლებანიძის გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ცეკვავს „ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკას როლის შემსრულებელი, ქეთი ჩხეიძე დათო არჩვაძის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაზე. ვიდეო თავად დათომ გააზიარა და დააწერა, – „ ჩემს სიმღერაზე აცეკვებული ჩემი უსაყვარლესი მსახიობი ქეთი ჩხეიძე (ნუნუკა), რომელიც არანაკლებ გემრიელად და მაგრად მღერის და დუეტის ჩაწერის პირობაც დადებულიააა…“

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვინ იზრუნა მაკა ჩიჩუას ულამაზეს ჩაცმულობაზე ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას?

პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ჩაცმულობა ყოველთვის ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ოფიციალურ მიღებებზე, მას მუდმივად ეფექტურად აცვია. პირველი ლედის ყვითელმა კაბამ, რომელიც მას დღეს, ისრაელის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან შეხვედრისას ეცვა, საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. პირველი ლედი ინტერნეტ-მომხმარებლებმა მზეს შეადარეს.

რეკლამა