როგორ აღნიშნა სოფო ბედიამ 33 წლის იუბილე

როგორ აღნიშნა სოფო ბედიამ 33 წლის იუბილე

21 იანვარი სოფო ბედიასთვის საიუბილეო თარიღია. მომღერალი 33 წლის გახდა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, დაბადების დღემ ფანტასტიკურად ჩაიარა და ასეთი იუბილე არ ჰქონია.
„სიურპრიზებიც ბევრი იყო და საჩუქრებიც. პირველმა რა თქმა უნდა, მეუღლემ მომილოცა ჩემთვის საყვარელი სუნამოთი და მაჯის საათით. შემდეგ, მეგობრებმა მომიწყეს სიურპრიზი, სახლში დამემალნენ ბუშტებითა და ტორტით. საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერი ბავშვივით მიხარია და მერიდება“, – აღნიშნა მომღერალმა.

სოფო ბედიამ  დაბადების დღე მეგობრულ წრეში , რესტორან „ათინათში“ აღნიშნა. საღამოს ესწრებოდნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, ზურა ხაჩიძე, სოფოს ძმა ბორის ბედია, დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და ბევრი სხვა ცნობადი სახე. მომღერალს შავი მაქმანის დეტალით გაფორმებული წითელი კაბა ეცვა. საღამოს კულმინაცია იყო სოფოსთვის გაკეთებული საჩუქარი აკვარიუმი და თევზები.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ახალ სიმღერაზე მუშაობს და გულშემატკივრებს მალე გაახარებს.

სიახლეები/

|

January 22, 2018 / 5:02 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სოფო ბედია: „ქმარს მშობიარობას არ დავასწრებ!..“

სოფო ბედიას მარჯანიშვილზე „სტრადაში“ შევხვდით, სადაც სამი თვის ფეხმძიმე მომღერალმა სიამოვნებით იპოზიორა ფოტოკამერის წინ. ის და მიშა მესხი ნანატრ შვილს ელოდებიან. მათ ბიჭი შეეძინებათ, რომლის სახელიც ჯერ არ მოუფიქრებიათ… სოფოს დედის და დედამთილის დახმარების იმედი აქვს, ძიძის აყვანას არ აპირებს, რადგან თავადაც ბევრი დროის გატარებას გეგმავს შვილთან. სოფო ბედია: ათი წლის წინ გავაჩინე ნიკუშა. რა […]

როგორ გამოიყურება სამი თვის ორსული სოფო ბედიას გარდერობი (ვიდეო)

„პროფილი“ სოფო ბედიას შინ ესტუმრა, სადაც მომღერალმა გადაცემის კამერა თავის გარდერობში შეახედა. მომღერალი აღნიშნავს, რომ საკმაოდ მდიდარი გარდერობი აქვს, რომელიც ძალიან დიდ კარადაში არ ეტევა, ამიტომ მისი ნაწილი მეუღლის, მიშას სახლშია. სოფო ერთსა და იმავე სამოსს მხოლოდ რამდენჯერმე იცვამს, შემდეგ კი ან მისი გადაკეთება უწევს ან გაჩუქება და მისი მეგობრები რიგში დგებიან, რომ სოფომ სასურველი […]

სოფო ბედია დედა გახდება – „ნიკუშას ძმა ეყოლება…“

სოფო ბედია ორსულადაა. მან ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა და მილოცვებსაც სიამოვნებით იღებს. სოფოს პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, რომელსაც ნიკუშა ჰქვია. „ნიკუშას ძმა ეყოლება“, დაწერა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც, როგორც ჩანს, ეს ამბავი დაუდასტურეს. სოფოსა და მის მეუღლეს, მიშა მესხს, დიდი ხანია სურთ ბავშვის ყოლა. მომღერალი ისეთი ბედნიერია ახალი ამბით, რომ […]

სოფო ბედია: „ბოლო პერიოდში ფეხმძიმე ვიყავი, მაგრამ ეს ამბავი ცუდად დასრულდა…“

სოფო ბედია „სარკესთან“ ორსულობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მასა და მის ქმარს უტაქტო შეკითხვებით გულს სტკენენ. „ამდენი შეკითხვა დისკომფორტს გვიქმნის. მგონი, უშვილო არ ვარ, რადგან ნიკუშა მყავს. ოჯახის წევრების გარდა, უკვე თითქმის ყველა მეკითხება, მეორე შვილს რატომ არ ვაჩენთ, რაც გამაღიზიანებელია. მეც და მიშასაც არანორმალურად გვიყვარს ბავშვები და, როცა გვეკითხებიან, რას ვაპირებთ, ძალიან განვიცდით. […]

არის თუ არა სოფო ბედია ფეხმძიმედ

თბილისში გავრცელდა ჭორი, რომ მომღერალი სოფო ბედია შვილს ელოდება. ქართველ შემსრულებელს დავუკავშირდით ამ ჭორის გადასამოწმებლად. სოფომ ასე გვიპასუხა: ნეტავ, ველოდებოდე. ჩემზე პირველი არავინ იტყოდა ამას. სამწუხაროდ, არ არის სწორი ინფორმაცია. ღმერთმა ქნას და უსმინოს ყველას, ვისაც ეს გულით უნდა. მე ყოველ წამსა და წუთს მზად ვარ ამისთვის (იღიმის).

რეკლამა