ვინ აჩუქა  კესარია აბრამიძეს 16 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი

0
17994

თითქმის ორი წელია, რაც კესარია აბრამიძემ რჩეული იპოვა. წყვილი საოცრად ბედნიერია, ამას მოწმობს ყველა ის სტატუსი და კომენტარი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კესარიამ თავის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მის რჩეულთან ერთად არის აღბეჭდილი. სურათმა ბევრი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა. მათ შორის, საინტერესოა მედეა ადამიას კომენტარიც: „იმის მომსწრეც ვარ, როგორ მოგართვა ულამაზესი წითელი ვარდები და 16 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი“,  – განაცხადა ინტერნეტ-ვარსკვლავმა.
კესარიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ მედეა შემთხვევთ შეესწრო ამ ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ კესარიას საჩუქრების საჯაროდ აფიშირება ბანალურად მიაჩნია, 16 კარატიანი ბეჭედითა და თაიგულით საჩუქრების სია არ სრულდება. კესარიას რჩეულმა ახალ წელს სახლი აჩუქა. წყვილი ახალ სახლში გადასვლას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს, ვინაიდან მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. კესარია რჩეულის გასაჯაროებას არ აპირებს და თვლის, რომ ასე უფრო ბედნიერი იქნება.  რაც შეეხება შემოთავაზებებს კარიერაში : „მრავალმხრივი შემოთავაზებები მაქვს ხოლმე, ზოგი არ მომწონს , ზოგიც მეზარება ხოლმე , წინასწარ საუბარი არ მიყვარს და თუ რაღაც თავადაც გაიგებთ“, – აღნიშნა კესარიამ „მუზიკბოქსთან“ საუბრისას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here