„რეზო და ბავშვების“ ახალი სიმღერის პრემიერა 19 ნოემბერს შედგება (ვიდეო)

„რეზო და ბავშვების“ ახალი სიმღერის პრემიერა 19 ნოემბერს შედგება (ვიდეო)

19 ნოემბერს, კლუბში „10/11“ პოპულარული ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ დაუკრავს. მისი წევრები საღამოსთვის აქტიურად ემზადებიან. ახლახან გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც „ფეისბუქ“-მომხმარებლებს ახალი სიმღერის ერთგვარი მონახაზი წარუდგინეს. სიმღერის სახელწოდებაა „ბავშვური თამაშები“ და მისი პრემიერა სწორედ 19 ნოემბრის კონცერტზე შედგება.

კომენტარებში, რომელიც ჯუგუფის ლაივ-ვიდეოს მოჰყვა მათი თაყვანისმცემლებისგან, წერენ, რომ მალე, სავარაუდოდ, ახალი ჰიტი გამოცხვება. „რეზო და ბავშვები“ სიმღერის ჩანაწერსაც მალე შემოგვთავაზებენ და იმედია, მათთვის დამახასიათებელ კრეატიულ ვიდეოსაც გადაიღებენ.

 

სიახლეები/

|

November 17, 2017 / 4:41 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კიმ კარდაშიანი ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა

39 წლის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ამჯერად პაპარაცებმა მაშნ დააფიქსირეს, როდესაც ის მანქანაში ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა. ჩვენი ყურადღება კი ამ სიახლემ იმით მიიქცია, რომ კიმს ამჯერად ქართველი დიზაინერის სამოსი აქვს მორგებული. ტყავის კომბინიზონი, რომელიც ირაკლი რუსაძის მიერაა შექმნილი ბრენდისთვის Situationist. ეს არის რუსაძის ერთ-ერთი ნამუშევარი 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის. (ფოტოები)

სალომე ბაკურაძე 36 წლისაა

დღეს სალომე ბაკურაძის დაბადების დღეა. მომღერალს 36 წელი შეუსრულდა. დილიდან მისი ფეისბუქის გევრდზე არ წყდება მისალოცი პოსტები. ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, მისი მეუღლე, ლაშა ბასლანძე გახლდათ. ლაშამ მეუღლეს დიდი და ულამაზესი თაიგული მიართვა და დაწერა: “მადლობა სამყაროს, რომ შენ გაჩნდი ჩემთვის ამ ქვეყანაზე 💫 მიყვარხარ და ჩემს თავს ვულოცავ შენს დაბადებას! ❤️ იმიტომ, რომ […]

ნიკოლოზ კანდელაკი „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს

„ისთერნ ფრომოუშენსის“ დამფუძნებლის, კახა კანდელაკის შვილი, რომელიც აშშ-ში შოუბიზნესის სფეროში მუშაობს და ნიკ უესტისა და მეისი გრეის ტურმენეჯერი გახლავთ, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს. ნიკოლოზ კანდელაკს ამის შესახებ შეტყობინება მას „გრემის“ საორგანიზაციო ჯგუფიდან მცირე ხნის წინ მიუვიდა. მიღებული წერილი მან თავად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ნიკუშამ დაწერა: „დღეს მომივიდა მოწვევა „გრემიდან“ და შემატყობინეს, რომ გავხდი „გრემის“ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„რეზო და ბავშვები“ ახალ სიმღერას დღეს „ფორტუნა პლუსის“ ეთერში წარადგენს

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ დღეს, 3 ივლისს, რადიო „ფორტუნა პლუსს“ ესტუმრება. გადაცემა ეთერში შვიდი საათიდან დაიწყება. ჯგუფს ახალი ალბომი აქვს, რომლიდანაც ორ სიმღერაზე: „ყურსასმენები“ და ‘“სათვალე“ უკვე გადაიღეს ვიდეორგოლები. „ფორტუნა პლუსის“ ეთერში ამჯერად რიგით მესამე კომპოზიციას წარუდგენენ მსმენელს. სიმღერის სახელწოდებაა „ხელები“, მისი ავტორი ჯგუფის სოლისტი, რეზო ბლიაძეა.

ვიდეოპრემიერა: „რეზო და ბავშვების“ ახალი ჰიტი – „სათვალე“

„რეზო და ბავშვების“ ახალი კლიპის „სათვალე“ პრემიერა ახლახან შედგა. ჯგუფს დრო არ დაუკარგავს და კარანტინში ახალი ალბომი ჩაწერეს, რომელთაგან რამდენიმეს აშკარა ჰიტის პოტენციალი აქვს. ერთ-ერთ მათგანზე „სათვალე“ ვიდეორგოლი „იუთუბზე“ 1-ელ ივლისს აიტვირთა. მუსიკის იდეის ავტორი – პაატა მეიშვილი ტექსტი, მუსიკა, ვოკალი – რეზო ბლიაძე არანჟირება, გიტარა – ლევან ხოტივარი დასარტყამი ინსტრუმენტი –  ბექა ნაფეტვარიძე კლავიში  […]

ვიდეო: “რეზო და ბავშვების” ახალი კლიპი სიმღერაზე “ყურსასმენები”

“ყურსასმენები” “რეზო და ბავშვების” ახალი ალბომიდან ერთ–ერთი სიმღერაა, რომელზეც ჯგუფის წევრებმა მორიგი ვიდეორგოლის გადაღება გადაწყვიტეს. სიმღერასა და ვიდეორგოლზე მუშაობდნენ: ტექსტი, მუსიკა, ვოკალი – რეზო ბლიაძე არანჟირება, გიტარა – ლევან ხოტივარი დასარტყამი ინსტრუმენტი – ბექა ნაფეტვარიძე კლავიში – ლაზარე ადამია ბას-გიტარა – დემეტრე გვენცაძე მსახიობები : ანანო ახმეტელი მიშკა ტალახაძე რეჟისორი/ოპერატორი/მონტაჟი: სერგი სპილბერგი დამდგმელი რეჟოსორი/ დირექტორი: […]

25 აპრილს “ქუთაისი არენაზე’ დაგეგმილი “რეზო და ბავშვების” კონცერტი გადაიდო

საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, მოგეხსენებათ, ყველა გასართობი ადგილი დახურულია და კონცერტებიც გადაიდო. 25 აპრილს “ქუთაისი არენას” “რეზო და ბავშვების” კონცერტისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ჯგუფმა ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჯგუფის სოლისტმა, რეზო ბლიაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ბენდს საინტერესო გეგმა აქვს. მუსიკისებმა სტუდიაში გადაინაცვლეს და თავის პირველ ალბომზე აგრძელებენ მუშაობას. ახალი სტუდიური ალბომი იდღის სინათლეს მალე […]

„რეზო და ბავშვები“ 25 აპრილს ქუთაისი არენაზე კონცერტს გამართავენ

„რეზო და ბავშვები“ 25 აპრილს კონცერტის გამართვას აპირებენ. მუსიკალური ღონისძიება ქუთაისი არენაზე გაიმართება. „რეზო და ბავშვები“ ყველა იმ სიმღერას შეასრულებენ, რომლებიც კარგად არის ნაცნობი მათი მსმენელისთვის. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ჰიტები ინტერნეტსივრცეში განსაკუთღებით პოპულარულია. მათ სიმღერებს მილიონობით ნახვა აქვს. ქუთაისი არენაზე „რეზო და ბავშვების“ კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა.

რეკლამა