რეზო ჩხიკვიშვილი საკუთარ დისშვილზე, ბახალაზე: „გიორგის, ჩემი აზრით, სამკურნალო არაფერი სჭირს…“

რეზო ჩხიკვიშვილი საკუთარ დისშვილზე, ბახალაზე: „გიორგის, ჩემი აზრით, სამკურნალო არაფერი სჭირს…“

რეზო ჩხიკვიშვილი ჟურნალ „გზასთან“ კომენტარს აკეთებს დისშვილის, გიორგი გიორგანაშვილის დაკავების შესახებ. მსახიობის ბიძა აღნიშნავს, რომ სჯერა გიორგისი და მას როგორც შვილს, ისე უყურებს.

რეზო ჩხიკვიშვილი:

მე მჯერა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. თურმე გიორგის, რომელიც ტაქსით მოდიოდა და ორმა პოლიციელმა გააჩერა, ჯიბიდან 41 აბი „ამოუღეს“, ანუ ჩაუდეს და სასამართლო ეყრდნობა ამ ორი პოლიციელის ცრუ ჩვენებას. ტაქსისტი ამბობს, რომ მას ეს ყველაფერი არ დაუნახავს. ჰოდა, ეს მტკიცებულებაა? ხომ ყველას გვესმის, რომ სამართლიანმა სასამართლომ ეს მტკიცებულება არ უნდა მიიღოს. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს „ჩადების“ მსხვერპლი. როცა არ ეყრდნობიან ექსპერტიზას, დნმ-ს და არც თითების ანაბეჭდი გაკეთებულა, ეს რას ნიშნავს? მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენების მიხედვით, ადამიანს 8 წელს უსჯიან და ეს სამართალია? არ აღიარებს გიორგი არჩადენილ დანაშაულს და მე მჯერა, რომ სუფთაა ამ შემთხვევაში, მაგრამ თუნდაც არ იყოს, არსებობს ჯარიმა, რომლის გადასახდელად მას წარმოუდგენლად ბევრი შრომა მოუწევდა… რვა წლის შემდეგ რომ გამოვა ციხიდან, ფეხზე ხომ ვეღარ დადგება?! ის ახლა 38 წლისაა…

ადამიანი თავის თავს აყენებს ზიანს და მიეხმარე, რომ თუ ნარკომანია, გამოჯანმრთელდეს, იმკურნალოს. თუმცა, გიორგის სამკურნალო არაფერი სჭირს, ჩემი აზრით…

სიახლეები/

|

February 1, 2018 / 1:02 pm

TOP სიახლეები

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ ჩინურ „მხოლოდ ქართულს“ უწოდებს – რას პასუხობს პროექტის წარმომადგენელი

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე: „მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” […]

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 ტებერვალს კონცერტს გამართავს

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ბახალას საუკეთესო როლი „ტიფლისიდან“, სადაც გამომძიებელს თამაშობს (ვიდეო)

ლევან დაბრუნდაშვილის პროექტი „ტიფლისი“ „ჯი-დი-ეს“-ის ეთერში ორი სეზონად გავიდა. მაყურებელს ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომ სერიალი გაგრძელდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, პროექტი დაიხურა, რეჟისორი კი აშშ-ში გაემგზავრა საცხოვრებლად. „ტიფლისში“ ერთ-ერთ როლ ს გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა ასრულებდა. ის გამომძიებელს თამაშობდა, მისი აპრტნიორი კი თორნიკე გოგრიჭიანი გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბახალას ერთ-ერთი საუკეთესო როლია… გთავაზობთ სერიალიდან ბახალას […]

სოციალურ ქსელში ბახალას განაჩენს ცნობილი სახეები ეხმაურებიან – „8 წელი ციხე ჩატაევს არ ემუქრებოდა, რომ გადარჩენილიყო…“

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს. ბახალა მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა: გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით […]

დღის ფოტო – ბახალა საკუთარ სასამართლო პროცესზე

რამდენიმე თვის წინ ცნობილი მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, მეტსახელად ბახალა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რეპერული დუოს, „ბირჟა მაფიის“ წევრების დაჭერასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდა. ვრცელდება პეტიცია, სადაც გიორგის გათავისუფლებას ითხოვენ იმ მოტივით, რომ ნარკოტიკები მასაც ჩაუდეს და ჩხრეკა უკანონოდ განხორციელდა, რომელსაც არავინ ესწრებოდა პოლიციელების გარდა. ბახალას მხარდასაჭერად ცნობილი […]

ექვთიმე თაყაიშვილის როლს რეზო ჩხიკვიშვილი ითამაშებს

დღეიდან რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ახალი მხატვრული ფილმის, “ექვთიმე“, გადაღებები იწყება. პროექტი, რომელიც ქართველი საზოგადო მოღვაწის - ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ასახავს, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში დაანონსდა, ამჯერად კი მასთან დაკავშირებული ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

რეკლამა