რატი დურგლიშვილმა შემოქმედებითი პაუზა აიღო

რატი დურგლიშვილმა შემოქმედებითი პაუზა აიღო

მომღერალ რატი დურგლიშვილის ცხოვრებაში ამ ეტაპზე მთავარი არა სიმღერა, არამედ ცეკვაა, რადგან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, თუმცა ოთხი ახალი სიმღერა აქვს და როცა პროექტი დასრულდება, აპირებს, მსმენელს სიახლეები შესთავაზოს.

რატი:

ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა, რადგან აშშ-ში ვიყავი ხუთი თვე. ფაქტობრივად, წელიწადია, არაფერი გამომიშვია, მაგრამ 4 სიმღერა მაქვს, ასე ვთქვათ, „გაყინული“. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა ისეთი შრომატევადი აღმოჩნდა, თუ არის საშუალება, ვისვენებ ხოლმე ან გონზე მოვდივარ. დედას, მამას, ვერავის ვნახულობ. საოცარი პროექტია. როცა მისი დატოვება მომიწევს, ალბათ, მერე განვაახლებ სიმღერების ჩაწერას და მსმენელს შევთავაზებ. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.

ორი-სამი ვიდეორგოლის გადაღებასაც ვგეგმავ.

პირადში არ გაქვს სიახლეები?

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ხდება იქაც. კიდევ ველი, ჯერ არ მოსულა. ვგრძნობ, რომ მოდის, მაგრამ როდის მოვა სიყვარული, არ ვიცი. მის გარეშე მაინც ვერავინ ვძლებთ (იცინის).

სიახლეები/

|

November 7, 2018 / 3:55 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ვენაში კონცერტს გამართავენ

ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძეს 23 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში ელოდებიან. ისინი ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ეს არის რიგით მესამე კონცერტი, რომელსაც მომღერლები ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისთვის აწყობენ. ღონისძიების ორგანიზატორია ეკა ჭელიძე. მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, მათ შორის, დუეტებს, რომლებიც ერთობლივად აქვთ ჩაწერილი – სიმღერებს: „ერთი დღე“ და „დეკემბერი“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რისთვის გაეთიანდნენ მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი (ვიდეო)

მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის დუეტი, მრავალი წლის შემდეგ, წინასაახალწლოდ „პროფილში“ ისევ ერთად წარდგნენ მაყურელის წინაშე. მაკამ და რატიმ სიმღერა ბოშურ მოტივებზე შეასრულეს, ახალი მიუზიკლიდან „თბილისური ვოდევილი“, რომლის რეჟისურა დავით დოიაშვილს ეკუთვნის, მუსიკა კი რუსა მორჩილაძის. „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა შედგა თბილისობაზე, ხოლო ტელევერსია „პროფილში“ 27 დეკემბერს, გადაცემის 2018 წლის ბოლო გამოშვებაში წარადგინეს. (ვიდეო)

რატი დურგლიშვილმა ხუთი თვე აშშ-ში გაატარა – „სასწავლებლად ვაპირებ წასვლას…“

რატი დურგლიშვილმა ბოლო ხუთი თვე ლოს ანჯელესში გაატარა. მომღერალი ახლახან დაბრუნდა საქართველოში და „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან მოენატრა თავისი ქვეყანა. დიდხანს ვერსად ძლებს, თუმცა აპირებს, აშშ-ში სასწავლებლად წავიდეს და იცის, რომ აუცილებლად შეიპყრობს ნოსტალგია. რატი დურგლიშვილი: აშშ-ში, კერძოდ, ლოს ანჯელეში, ხუთი თვე გავატარე. ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე, განსაკუთრებით მუსიკლაური კუთხით. ვეწვიე ხმის ჩამწერ სტუდიებს, მათ შორის […]

რატი დურგლიშვილის მსგავსება ჯეიმი დორნანთან

რატი დურგლიშვილი ცნობილი მსახიობის, ჯეიმი დორნანის ფოტოებს აქვეყნებს, საკუთარ სურათებთან ერთად და “ფეისბუქის” მომხმარებლებს ეკითხება, მართლა ჰგავს თუ არა მას. როგორც ჩანს, მას ამ კომპლიმენტს ხშირად ეუბნებიან აშშ-ში, სადაც ივნისიდან მოყოლებული დასასვენებლად იმყოფება. ფოტოებზე, რომლებიც მან გამოაქვეყნა, რატიართლაც ჰგავს ჯეიმის. შეგახსენებთ, რომ დორნანი სუპერპოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტრილოგიაში – “გრეის 50 ელფერი” კრისტიან გრეის […]

რატი დურგლიშვილმა ოთხი ევროპული ქვეყნიდან ხელნაკეთ საახალწლო ნივთებზე შეკვეთები მიიღო

რატი დურგიშვილის ხელით ნაკეთმა ნაძვის ხის სათამაშოებმა საზღვრებს გარეთ, რამდენიმე ქვეყანაში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რატო მხოლოდ ნატურალუ მასალებზე მუშაობს, მისი სათამაშოები შედარებით ძვირია, მაგრამ რამდენიმე ქვეყნიდან მსხვილი შეკვეთა მიიღო, რომელსაც ოჯახთან ერთად გაართვა თავი, ახლა კი მცირე ქარხნის აწყობაზეც ფიქრობს, რომ ხელნაკეთი სათამაშოები ოჯახურ ბიზნესად აქციოს. რატი, ჩვენ რომ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მას მერე […]

რატი დურგლიშვილმა საკუთარი ხელით ნაძვის ხის სათამაშოები შექმნა – „ხელები გადატყავებული მაქვს…“ (ფოტოები)

რატი დურგლიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში თავისი ხელით გაკეთებული ნაძვის ხის სათამაშოების ფოტოები გამოფინა. როგორც მომღერალმა დაწერა: „მოკლედ, მეგობრებო❤ წელს ასე ვაპირებ ჩემი ნაძვის ხის მორთვას ჩემივე ხელით და იდეით შექმნილი სათამაშოებით ნახეთ და შემიფასეთ 3 თვის შრომა ❤️❤️რომ ავაწყობ, განახებთ უფრო კარგად“. Fortuna.ge რატის დაუკავშირდა მისი ახალი ჰობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. რატი დურგლიშვილი: სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, […]

რეკლამა