რას წერს “მგზავრების” შესახებ “rollingstone.ru”?

რას წერს “მგზავრების” შესახებ “rollingstone.ru”?

ჯგუფი “მგზავრები” საქართველოს ფარგლებს გარეთ, სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს. შესაბამისად რუსული და უკრაინული პრესა მათ შესახებ აქტიურად წერს. ჰგუფის სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა პოპულარულ მუსიკალურ გამოცემას www.rollingstone.ru-ს ინტერვიუ მისცა. გამოცემის ჟურნალისტი “მგზავრების” ახალი ალბომის შესახებაც წერს. “ამ ზაფხულს ჯგუფმა რიგით მეექვსე  ალბომი “იასამანი” გამოუშვა, ახლა ჯგუფი ტურნეში იმყოფება.”

გამოცემასთან საუბარში გიგი დედალამაზიშვილი ამბობს, რომ რუსი ხალხი არ შეცვლილა.

“ხალხი არ შეცვლილა. მიხარია, რომ ჩემს კონცერტებზე ვხედავ ხალხს, ვინც ერთი ან ორი წლის წინ მყავს ნანახი “მგზავრების” კონცერტზე. ცოტა ხნის წინ, კონცერტი გვქონდა სოჭში, სადაც მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც სამი წლის წინ იყვნენ ჩვენს კონცერტზე. ძალიან გაგვიხარდა მათი ნახვა.”

გიგი დედალამაზიშვილმა ინტერვიუში, მისი საყვარელი ჯგუფების შესახებაც ისაუბრა: “ძალიან მომწონს ჯგუფი Muse, დიდი სურვილი მქონდა მათ კონცერტზე მოხვედრის, მქონდა კიდეც ოდესის კონცერტის ბილეთები, მაგრამ ზუსტად იმ დროს როცა მათ ოდესაში ჰქონდათ კონცერტი, კიევში ჩვენ გვქონდა. სამაგიეროდ ვიყავი Red Hot Chili Peppers-ის კონცერტზე, რომელიც ჩემი საყვარელი ჯგუფია. მუსიკას კლასიფიკაციის მიხედვით არ ვირჩევ, მიყვარს ჯაზიც, როკიც, ჰარდ-როკიც და ქართული სიმღერაც.”

მუსიკოსმა გამოცემას მისი საყვარელი ქართული მუსიკალური კოლექტივების შესახებაც უამბო: “უამრავ ქართულ ჯგუფს გავუკეთებ რეკომენდაციას. საუკეთესოა Loudspeakers, Frank, 33 ა და რა თქმა უნდა ნინო ქათამაძე. რომელიც ჩვენი საუკეთესო მეგობარია, სულ ცოტა ხნის წინ, გამოვიდა მისი ალბომი “ყვითელი” და ყველას ვურჩევ მოუსმინოს მას.”

https://www.instagram.com/p/BNCiO8ZDK7J/

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიგი დედალამაზიშვილის ოჯახური ფოტოები შვილებთან ერთად

„მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს და მის უკრაინელ მეუღლეს, მარინა კარპის ორი შვილი ჰყავთ, გოგონა, ლიზა და ბიჭი, რომელიც მცირე ხნის წინ შეეძინათ, მას ნიკოლოზი დაარქვეს. ახლახან გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც მისი შვილის ოჯახურ ბედნიერებას ასახავს. ფოტოებზე გიგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის გადაღებული. (ფოტოები)

მოსკოვში ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტზე 20 000 ადამიანი მივიდა (ვიდეო)

19 მაისს, ჯგუფი „მგზავრები“, მორიგი ტურნეს ფარგლებში, მოსკოვში კონცერტით წარდგა. სტადიონზე გამართულ ღონისძიებას, სადაც ყველა სიმღერა ქართულ ენაზე შესრულდა, 20 000 ადამიანი ესწრებოდა. მსმენელები ჯგუფის სოლისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად მღეროდნენ ყველა სიმღერას და თითოეული კომპოზიციის ტექსტი ზეპირად იცოდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერის დასაწყისში გიგი მსმენელს ტექსტის შინაარსსაც უთარგმნის და უხსნის, რომ ის მღერის თავისუფლების რწმენაზე […]

8 ივნისს „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება

საქართველოს კულტურის პალატა ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტს აანონსებს. ღონისძიება თბილისის ვაგონმშენში 8 ივნისს გაიმართება. ჯგუფი, რომლის პოპულარობა დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს, ახლა ტურნეში იმყოფება და უდიდეს საკონცერტო სივრცეებს ავსებს. ისინი ახალი ალბომის მხარდასაჭერად მოგზაურობენ. ალბომის სახელწოდებაა Geo და მასში ბევრი ახალი მელოდიაა შესული, რომლებიც მალევე აიტაცეს ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ „მგზავრები“ 8 ივნისს […]

მარინა კარპი: „ყველაზე საყვარელი გიგი დედალამაზიშვილის ცოლი ვარ!..“

„მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე, მარინა კარპი მცირე ხნის წინ მეორედ გახდა დედა. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს და ახლახან მონათლეს. გიგისა და მარინას ასევე ჰყავთ ლიზი. ოჯახური ცხოვრების პარალელურად, მარინას ძალიან საინტერესო საქმიანობა აქვს. ის უკრაინაში ცნობილი ფოტოგრაფია და უამრავ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლაც ძალიან დაკავებულია თავისი საქმიანობით. სოციალურ ქსელში მცირე […]

გიგი დედალამაზიშვილის ახლაშეძენილი ვაჟის ფოტოები მუსიკოსის მეუღლემ გამოაქვეყნა

გიგი დედალამაზიშვილის ვაჟის, ნიკოლოზის პირველი ფოტოსესია მისმა ფოტოგრაფმა დედიკომ, მარინა კარპიმ „ფეისბუქზე“ განათავსა. მარინასა და გიგის ვაჟი ორი დღის წინ შეეძინათ, ეს ამბავი მთელმა ოჯახმა დიდი სიხარულით აღნიშნა. მარინამ სამშობიაროში გადაღებული ფოტოები 28 იანვარს გამოაქვეყნა წარწერით: „ჩვენი პატარა ერთი დღისაა“. „მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი რამდენიმე წელია დაქორწინებულია. მისი მეუღლე უკრაინელი გახლავთ, მარინა კარპისთან მას უკვე […]

რეკლამა