რას წერს “მგზავრების” შესახებ “rollingstone.ru”?

0
2276

ჯგუფი “მგზავრები” საქართველოს ფარგლებს გარეთ, სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს. შესაბამისად რუსული და უკრაინული პრესა მათ შესახებ აქტიურად წერს. ჰგუფის სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა პოპულარულ მუსიკალურ გამოცემას www.rollingstone.ru-ს ინტერვიუ მისცა. გამოცემის ჟურნალისტი “მგზავრების” ახალი ალბომის შესახებაც წერს. “ამ ზაფხულს ჯგუფმა რიგით მეექვსე  ალბომი “იასამანი” გამოუშვა, ახლა ჯგუფი ტურნეში იმყოფება.”

გამოცემასთან საუბარში გიგი დედალამაზიშვილი ამბობს, რომ რუსი ხალხი არ შეცვლილა.

“ხალხი არ შეცვლილა. მიხარია, რომ ჩემს კონცერტებზე ვხედავ ხალხს, ვინც ერთი ან ორი წლის წინ მყავს ნანახი “მგზავრების” კონცერტზე. ცოტა ხნის წინ, კონცერტი გვქონდა სოჭში, სადაც მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც სამი წლის წინ იყვნენ ჩვენს კონცერტზე. ძალიან გაგვიხარდა მათი ნახვა.”

გიგი დედალამაზიშვილმა ინტერვიუში, მისი საყვარელი ჯგუფების შესახებაც ისაუბრა: “ძალიან მომწონს ჯგუფი Muse, დიდი სურვილი მქონდა მათ კონცერტზე მოხვედრის, მქონდა კიდეც ოდესის კონცერტის ბილეთები, მაგრამ ზუსტად იმ დროს როცა მათ ოდესაში ჰქონდათ კონცერტი, კიევში ჩვენ გვქონდა. სამაგიეროდ ვიყავი Red Hot Chili Peppers-ის კონცერტზე, რომელიც ჩემი საყვარელი ჯგუფია. მუსიკას კლასიფიკაციის მიხედვით არ ვირჩევ, მიყვარს ჯაზიც, როკიც, ჰარდ-როკიც და ქართული სიმღერაც.”

მუსიკოსმა გამოცემას მისი საყვარელი ქართული მუსიკალური კოლექტივების შესახებაც უამბო: “უამრავ ქართულ ჯგუფს გავუკეთებ რეკომენდაციას. საუკეთესოა Loudspeakers, Frank, 33 ა და რა თქმა უნდა ნინო ქათამაძე. რომელიც ჩვენი საუკეთესო მეგობარია, სულ ცოტა ხნის წინ, გამოვიდა მისი ალბომი “ყვითელი” და ყველას ვურჩევ მოუსმინოს მას.”

https://www.instagram.com/p/BNCiO8ZDK7J/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here