„რას წარმოვიდგენდი, ნანი რომ კონცერტზე დამპატიჟებდა დუეტის სამღერად!..“

0
1244

სტეფანე მღებრიშვილი აქვეყნებს ნანი ბრეგვაძის კონცერტის ანონსს და აღნიშნავს, როგორი ბედნიერია, რომ მასთან ერთად დუეტის შესრულების საშუალება მიეცემა. შეგახსენებთ, რომ კონცერტი „ბლექ სი არენაზე“, 16 აგვისტოს არის ჩანიშნული. ღონისძიების სპეციალური სტუმარი გახლავთ „გრემის“ მფლობელი ამერიკელი მესაყვირე, კრის ბოტი. მონაწილეებს შორის კი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრია, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. მარესტრო ნიკოლი საინტერესო სიურპრიზებს ამზადებს მსმენელებისთვის. როგორც სტეფანეს სტატუსიდან შევიტყვეთ, განსაკუთრებული იქნება მისი დუეტი ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან.

გთავაზობთ სტეფანეს სტატუსს:

„რას წარმოვიდგენდი, ნანი რომ კონცერტზე დამპატიჟებდა დუეტის სამღერად! 🙂 <3 დარწმუნებული ვარ, საოცარი საღამო იქნება, მით უმეტეს… ნიკოლოზ რაჭველის არანჟირება მოვისმინე, რაც უნდა ვიმღეროთ (სიმღერა სიურპრიზია) და სიტყვები ზედმეტია, ისეთია… იმედია, ეგ ვერსიაც ჰიტი გახდება… როგორც ნანის ყველა სიმღერა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ქალბატონი, რაც ვარსებობ, სულ მიყვარს და ჩემთვისაც პირველია, როგორც ყველასთვის…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here