რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, თუკი „აეროსმიტის“ კონცერტზე მიდიხართ

0
1597

20 მაისს „ბლექ სი არენას“ რიგით მეორე სეზონი გაიხსნება ლეგენდარული როკჯგუფის, „აეროსმიტის“ კონცერტზე. საკონცერტო დარბაზის დირექტორი, fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა ღონისძიების დეტალების შესახებ. ანი კავლელიშვილის თქმით, მზადება ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

ანი კავლელიშვილი:

„აეროსმიტის“ კონცერტის მზადების კუთხით ეს კვირა ყველაზე მძიმე და დატვირთული იქნება ჩვენთვის. ლეგენდარული როკჯგუფის კონცერტი ჩვენს არენაზე 20 მაისს გაიმართება. გაყიდულია 10 000-ზე მეტი ბილეთი. ოფიციალურ მონაცემებს ჩვენი პარტნიორებისგან – tkt.ge და biletebi.ge მივიღებთ კონცერტის დასრულების შემდეგ, თუმცა დაახლოებითი ინფორმაცია უკვე გვაქვს, რომ ბილეთების საკმაო ნაწილი საზღვრებს გარეთ შეიძინეს. მათ შორის ყველაზე მეტი მეზობელ ქვეყნებში – უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და რუსეთი. სხვათა შორის, ჩვენ მერე „აეროსმიტი“ სწორედ მოსკოვში მიემგზავრება კონცერტის გასამართად, მაგრამ რუსეთიდან ბევრი ბილეთი შეიძინეს. რამდენიმე დღის წინ, როცა ვნახეთ, მოსკოვში „აეროსმიტის“ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდული არ იყო. ასე რომ, 20 მაისისთვის საქართველოში უამრავ ტურისტს ველოდებით. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here