რა შეცდომა გაიპარა „ჩემი ცოლის დაქალებში“

რა შეცდომა გაიპარა „ჩემი ცოლის დაქალებში“

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონს არნახული წარმატება ხვდა წილად. პირველი რამდენიმე სერიიდან ამონარიდები სოცქსელში ყველაზე დიდი ინტენსივობით ვრცელდება. გიორგი გაბუნიამ „პოსტ სკრიპტუმში“ სიუჟეტი მეგრულ ენაზე წარადგინა…

სერიებს ისეთი დიდი ინტერესით უყურებენ, რომ მასში შეცდომის აღმოჩენაც შეძლეს. ნინო ნადირაძე-კუზანოვამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ კენედის დაავადება, რომელიც ნინო მუმლაძის გმირს, ნათიას აღმოაჩნდა, სინამდვილეში არ შეიძლება, ქალს დაემართოს, რადგან ეს დაავადება მხოლოდ მამაკაცებს ემართებათ.

როგორც ნინო წერს:

„ჩცდ-ში საწყალ გოგოს კენედის დაავადება რომ დამართეს, მხოლოდ კაცებს ემართებათ, X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული გენია…“

როგორც გაირკვა, ეს დაავადება გენეტიკური შეუთავსებლობის შედეგია და ქალბატონებს ის არასდროს დაემართება.

მის ამ სტატუსს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის შალვა ოგბაიძისგან, რომელმაც დაწერა: „ალბათ, ქალებს ჟაკლინ კენედის დაავადება დაემართებათ“, რაზეც ნინომ უპასუხა: „ეგ მეც მჭირს (შოპოჰოლიკობას ვგულისხმობ)“.

სიახლეები/

|

March 20, 2017 / 1:31 pm

TOP სიახლეები

“ბოდიში, რომ იმედი, შენგან რეიტინგს ვერ იღებდა”

ბევრი ბოღმა ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და უგემოვნო, მარტო მოსწონთ კუნთები, სექსი და ინტრიგა! შენი ბრალი არ არის მხიარული, ნიჭიერი და მოვლენა რომ ხარ! ბოდიში, რომ TV „იმედი“ შენგან რეიტინგს ამ ეტაპზე ვერ იღებდა!!! ყველა ფულზე მუშაობს არ დაიჯერო." - წერენ ნუცას გულშემატკივრები ფეისბუქზე.

შორენა ბეგაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა (ვიდეო)

“ეს ბოლო გადაცემაა. მეც ძალიან მიჭირს თქვენთან დამშვიდობება, მაგრამ მოდით, როგორი პოზიტიურიც იყო “იღბლიანი ბორბალი” ისე დავამთავროთ” - ამ სიტყვებით მიმართა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა მაყურებელს.

ირინა სარიშვილის ტყუპებს 16 ნათლია ჰყავთ

ირინა სარიშვილის ტყუპები, მარიამი და ბარბარე გაქრისტიანდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სარიშვილი წერს, მან სოციალურ ქსელში ნათლიების სია გამოაქვეყნა. “ბარბარეს ნათლიები:  ნუცა ხონელიძე ნათია მინდაძე ნათია ხუციშვილი ლია გრინი ქეთი კლიმიაშვილი ანა კუტალაძე ნანული მიქაია გელა გელაშვილი მარიამის ნათლიები:  ეკა ნიჟარაძე ნათია ხერგიანი ქეთი ხუციშვილი თეო კენედი მაია ასათიანი ბესო ლორია ნინა ნოქსი ირმა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რა აკავშირებს ქეთი წიქვაძეს გიგა ლორთქიფანიძესთან?

ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას დაქალის როლს თამაშობს. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა. ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილია. დედამისი კი მსახიობი ნანა ლორთქიფანიძეა.

მსახიობი ვახო ოქრუაშვილი თავს ტაქსაობით ირჩენს

ვახო ოქრუაშვილი აქამდე უმუშევარი იყო, რის გამოც სამი წლის წინ, ტაქსაობა დაიწყო. ამის შესახებ მან გადაცემა "პროფილში" განაცხადა. "სამი წელია რაც ვტაქსაობ და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. არსად არ დამიმალია, რომ თავისუფალი დრო მაქვს ტაქსაობისთვის“ – აცხადებს ვახო ოქრუაშვილი.

“მახსოვს ხელი რომ დავიჭირე ბავშვის და თვალებში შევხედე, მივხვდი აღარ გადარჩებოდა”

მსახიობი ქეთი ხუციშვილი მაყურებელმა სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. ლუნას ლაღი პერსონაჟი ხალხმა გამოჩენისთანავე შეიყვარა, როგორც გაირკვა ბედნიერი და მომღიმარი ლუნას უკან, ტრაგიკული ქეთი ხუციშვილი დგას. საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ, ქეთიმ გუშინ "პროფილში" ისაუბრა.

ცნობილები 17 მაისის შესახებ -„რადგან მათი მშობლები არ ცხოვრობენ ერთად, მათი ოჯახი წმინდა არ არის“?

დღეს 17 მაისია – ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ასევე საქართველოში აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე. დღეს ამ ორი თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქციაზე შეიკრიბნენ. დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ თემაზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. თამრიკო ჭოხონელიძე: ყველა დღე, ვფიქრობ, ოჯახის სიწმინდის დღეა. როცა გამორჩეულად აღინიშნება, ძალიან ბრძენმა ადამიანმა გადაწყვიტა. ვერ გეტყვით, რატომ აღინიშნება ეს ორი თარიღი ერთად. შეიძლება იმიტომ, […]

ნინო კუზანოვა, ია ფარულავასთან დაპირისპირებაზე პირველად ალაპარაკდა

კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო კუზანოვა, გია ჯაჯანიძის შოუში, ია ფარულავასთან დაპირისპირებაზე პირველად ალაპარაკდა. “მე და ია 12 წელი ვმეგობრობდით. ჩვენს შორის უშუალო კონფლიქტი არ ყოფილა, ჩემი გრძნობები მის მიმართ არ შეცვლილა, სხვადასხვა ტიპები ვართ, ის ქარიშხალი ადამიანია, ყველას უკვირდა ჩვენი მეგობრობა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მეგობრობ განსხვავებულ ადამიანთან. იასგან ბევრი სითბო მახსოვს, მასაც იგივე […]

რეკლამა