რა კომენტარს აკეთებს გოგა ხაინდრავა „ჰეროკრატიის“ შეჩერებაზე?

0
2236

რეჟისორ გოგა ხაინდრავას სერიალი „ჰეროკრატია“, ბოლო ორი კვირის მანძილზე ეთერში არ გასულა. სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სერიალის გადაღებები შეჩერდა და აღარ გაგრძელდება. „ჰეროკრატია“ გოგა ხაინდრავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობაზე გადაიღო და ის დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით არის შექმნილი. როდის დაუბრუნდება ეკრანს „ჰეროკრატია“, ინფორმაციის გადასამოწმებლად გოგა ხაინდრავას დავუკავშირდით:

– სერიალის პირველი სეზონი, 14 სერია მორჩა და ამიტომ არ გავიდა სერიალი ეთერში. ამას დაემთხვა არჩევნები, მაშინ ქვეყანა სხვა საკითხებით იყო დაკავებული, სულ სხვა ინტერესები და ვნებათაღელვა იყო. გადაღებები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და მეორე სეზონის 14 სერია დღეიდან გავა ეთერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here