რა ფასად შეძლებენ სტუდენტები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლებზე დასწრებას?!

რა ფასად შეძლებენ სტუდენტები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლებზე დასწრებას?!

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი ინიციატივა – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერაში ამოქმედდა სტუდენტური ბილეთები, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათთვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება.

ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი. ახალგაზრდების დაინტერესების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ბილეთების შეძენის მსურველებმა ოპერის სალაროში უნდა წარადგინონ სტუდენტური ბილეთები და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ სტუდენდური ბილეთები კიდევ უფრო მეტად გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ოპერისა და ბალეტისადმი…

სიახლეები/

|

March 9, 2016 / 6:24 pm

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

როგორი ბაბუაა მამულიჩა

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა, მცირე ხნის წინ ბაბუა გახდა. მისი ვაჟის, ნიკუშას შვილი, ალექსანდრე 9 აგვისტოს დაიბადა. როგორც მამულიჩამ გვითხრა, არ უნდოდა, რომ მას კახი რქმეოდა. თავს ახალგაზრდა ბაბუად მიიჩნევს და მეგობრის, ლაშა ბასლანძის ხუმრობას, რომელმაც მას ბაბულიჩა შეარქვა, ღიმილით უყურებს. კახი მამულაშვილი: დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ბათუმში ვიყავი, როცა ალექსანდრე დაიბადა. დილის ექვსზე დაიბადა, დამირეკეს […]

დათო აბზიანიძე: „ეს ანდერგრაუნდ ელიტა გვეშაირება, თითქოს 26 მაისს და ომის 10 წლისთავზე რუსებთან ჩასვლა იქაური სისტემის ნგრევაა…“

ბლოგერი დათო აბზიანიძე, რომელიც „ბასიანის“ აქტიური დამცველი გახლდათ, კლუბის მიერ მოსკოვში დაგეგმილ ივენთზე მონაწილეობის გამო, მის მოწინააღმდეგედ გადაიქცა და სოციალურ ქსელში არაერთი მწარ შენიშნითაც გამოვიდა კლუბის მისამართით, რის გამოც ის „ბასიანის“ დახუული ჯგუფიდან გამოაძევეს და არც კლუბში შეუშვეს, მას ვერიფიკაცია გაუუქმეს. დათო აბზიანიძე წერს: როგორც აღმოჩნდა, მაჭახელასა და სოფლის დუქნებზე დაცინვა მაგარი იოლი პონტია, დინამოს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 166-ე სეზონი 12 ივლისს დაიხურება

12 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“ დახურავს. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე-მამალაძე, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე, ნუცა ზაქაიძე (სტაჟიორი), გიორგი მჭედლიშვილი (სტაჟიორი). „აბესალომ და ეთერის“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი […]

„სიმონ ბოკანეგრა“ საქართველოში პირველად დაიდგა

10 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართა. „სიმონ ბოკანეგრა“ საქართველოში პირველად დაიდგა. გენუის ოპერის თეატრის Carlo Felice-ს ეს დადგმა თბილისის ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარში იქნება, ხოლო მომდევნო საპრემიერო ჩვენებები 13, 16, 17 ივნისს გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორია – ალფონსო სინიორინი (იტალია), კოსტიუმების მხატვარი კი – ესტერ მარტინი (ესპანეთი). საპრემიერო […]

თანამედროვეობის უდიდესი დირიჟორი დანიელ ორენი თბილისის ოპერაში ორ კონცერტს გამართავს

  16 და 18 იანვარს, 20 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოგიდგენთ კონცერტს – „ოპერა – ფანტაზია“, რომელთაც უდიდესი მაესტრო, თბილისის ოპერის თეატრის მუსიკალური დირექტორი – დანიელ ორენი უდირიჟორებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი.  შესრულდება ფრაგმენტები ვერდის ოპერიდან „ბედის ძალა“, „დონ კარლოსი“, „ტრუბადური“, „ტრავიატა“, ნაბუკო“, „მაკბეტი“, „აიდა“, ასევე როსინის ოპერიდან […]

დღეს ოპერის თეატრში „კარმენს“ წარმოადგენენ

დღეს, 11 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში  ჟორჟ ბიზეს „კარმენს“ წარმოადგენენ. დადგმაში პარტიებს ასრულებენ: თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ირინა თაბორიძე, ვანო გალუაშვილი, გიორგი ჭელიძე, გიორგი მჭედლიშვილი, მარიამ ნაჭყებია, ელენე ჯანჯალია, ალექსანდრე დეკანოიძე, ირაკლი მუჯირი. მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ბალეტი, ორკესტრი. დირიჟორი – ბეატრიჩე ვენეცი დამდგმელი რეჟისორი  – ლევან წულაძე სცენოგრაფი – ირაკლი […]

თბილისის ოპერა 166-ე სეზონს 17 სექტემბერს ხსნის

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონს ხსნის. 17 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება „აბესალომ და ეთერი“. დადგმაში მთავარ პარტიებს ასრულებენ: თეიმურაზ გუგუშვილი, მაყვალა ასპანიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, გიორგი ჭელიძე, ელენე ჯანჯალია, ირა იოსებიძე, ირინა შერაზადიშვილი, ფილიპე ღაჭავა, ალექსანდრე თიბელიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: თბილისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. დამდგმელი დირიჟორი […]

რეკლამა