ქართველი ტყუპი დების ალბომი შესაძლოა, „გრემის“ ორ კატეგორიაში მოხვდეს

ქართველი ტყუპი დების ალბომი შესაძლოა, „გრემის“ ორ კატეგორიაში მოხვდეს

ქართველი ტყუპი დების დუეტი Healer Twins, თავიანთი სადებიუტო ალბომით, შესაძლოა, „გრემის“ დაჯილდოების ორი კატეგორიის ნომინანტთა შორის მოხვდეს. საუბარია კატეგორიებზე: „საუკეთესო დუეტი პერფორმანსი“ და „საუკეთესო ახალი არტისტი“. როგორც ჯგუფის „ფეისბუქ“-გვერდზეა აღნიშნული, ხუთ საუკეთესოს შორის, რომელიც პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების კატეგორიებში აღმოჩნდება, არ არის გამორიცხული, ქართველი დების ნამუშევარიც მოხვდეს, ვინაიდან მათ პროდიუსერს განაცხადი შეტანილი აქვს.

ტყუპი დები ამჟამად ლონდონში ცხოვრობენ. შეგახსენებთ, რომ მათ „Star Wars“-ის ეპიზოდურ როლშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული. მათი სადებიუტო ალბომი ამა წლის 5 სექეტემბერს გამოიცა.

სიახლეები/

|

October 24, 2017 / 2:49 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ ჩინურ „მხოლოდ ქართულს“ უწოდებს – რას პასუხობს პროექტის წარმომადგენელი

ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე: „მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” […]

ოთო ნემსაძე „დორსში“ 21 ტებერვალს კონცერტს გამართავს

ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]

სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობა ფრანგული ელფერით და საყვარელი წითელი ფერი (ფოტოები)

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ჯერ საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა, დღეს კი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ბრიჯიტ მაკრონთან შესახვედრად თეთრი პიჯაკი შეარჩია, ხოლო ემანულ მაკრონს წითელ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ეწვია. უცნობია, რომელ დიზაინერზე შეარჩია ამჯერად არჩევანი, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს ასევე საფრანგეთში მოღვაწე ქართველ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვინ იმღერებს გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე

გრემის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და მესვეურები ღონისძიების დეტალებს ნელ-ნელა გვამცნობენ. ამჯერად იმ ვარსკვლავების სია გამოქვეყნდა, რომლებიც საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ.

ნიკუშა კანდელაკი “გრემის“ დაჯილდოვებაზე მიიწვიეს

"ისთერნ პროუშენის“ წარმომადგენელი ნიკუშა კანდელაკი, კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის შვილი გახლავთ. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობს, მუსიკის ინდუსტრიის მართვის ფაკულტეტზე. როგორც "ისტერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელს, აქვს უამრავი საინტერესო შეხვედრა ცნობილ მუსიკოსებთან და მათ მენეჯერებთან. "ფორტუნა“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ის სერჯიო მენდესის სახლში მიღებული სტუმარი გახლავთ, ამას წინათ კი სნუპ დოგის მიწვევით, მის დაბადების დღეს დაესწრო.

რეკლამა