ქართველი სელებრითების საახალწლო ნაძვის ხეები (ფოტოგალერეა)

ქართველი სელებრითების საახალწლო ნაძვის ხეები (ფოტოგალერეა)

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მართალია ძველი ტრადიციების მიხედვით, სახლი საახალწლოდ ბარბარობის დღესასწაულზე უნდა მოირთოს, თუმცა ქართველმა სელებრითებმა ეს წესი დაარღვიეს და საახალწლო ნაძვის ხეები უკვე ააწყვეს.

 

ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე ააწყო. ფოტო დიზაინერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანუკი არეშიძის და კახი კალაძის სადღესასწაულოდ მორთული სახლი, ნამდვილად ზღაპრულ სამყაროს გავს.

15494176_10206057703720482_288713817_n

ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის დიდ ოჯახში, საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. წყვილმა სახლში გიგანტური ნაძვის ხე ააწყო. ხატიამ ნაძვის ხესთან ფოტოც გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

00xa-1

სოფო ნიჟარაძე

ულამაზესია სოფო ნიჟარაძის საახალწლო ნაძვის ხე. მომღერალმა სახლი საახალწლოდ თავად მოაწყო და ნაძვის ხეც მორთო. სოფოს ნაძვის ხე წითელ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. მომღერალს არც ის დავიწყებია 2017 მამლის წელი რომ არის, შესაბამისად მის ნაძვის ხეს თოვლის ბაბუა და მამალი ამშვენებს.

https://www.instagram.com/p/BN7WRQZD-Mk/?taken-by=sofianizharadze&hl=en

ლიკა შუბითიძე

ლიკა შუბითიძემ საახალწლო ნაძვის ხე უკვე ააწყო. რომელიც საკმაოდ ორიგინალურია, მომღერალმა ნაძვის ხე სახლში ჭერზე დაკიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიკამ ბავშვის გამო მიიღო, რომელიც მისი ვარაუდით ნაძვის ხეს დაშლიდა.

lika

ჯაბა ქარსელაძე

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ სახლში გიგანტური ნაძვის ხე ააწყო. საახალწლოდ მორთული ქარსელაძის სახლი, საკმაოდ მხიარულ ფერებში გამოიყურება. ვინ დაეხმარა მომღერალს ნაძვის ხის აწყობაში უცნობია.

jaba

TOP სიახლეები

ანრი ჯოხაძის ახალ კლიპში შორენა ბეგაშვილი საპატარძლო კაბით გამოჩნდა (ვიდეო)

ანრი ჯოხაძე საზოგადოებას მალე ახალ კლიპს წარუდგენს. მასში ცნობილი სახეები მონაწილეობენ, მათ შორის შორენა ბეგაშვილი საპატარძლო კაბაში, მსახიობი თაკო აბაშიძე, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე და სხვები. „მრავალი წელია, არ ამიწყვეტია. მალე ახალი კლიპი“ – გააზიარა ვიდეოდან ამონარიდი ანრი ჯოხაძემ. კლიპიდან ამონარიდს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ანრის ახალ ნამუშევარს მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან. (ვიდეო)

აჩი ფურცელაძემ და სალომე გოგიაშვილმა საზაფხულო ჰიტი ჩაწერეს (ვიდეო)

აჩი ფურცელაძე და სალომე გოგიაშვილი ჩელენტანოს ძველი სიმღერის ქართული ვერსიის ახლებურ ვარიანტზე მუშაობენ. არანჟირების ავტორი დავით უგრეხელიძეა. როგორც გახსოვთ, ეს სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „რომ არ მოგეფერო“, წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. აჩიმ და სალომემ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც საუბრობენ, რომ ამ სიმღერის საცეკვაო ვერსიას მალე მოვისმენთ და ახალი საზაფხულო ჰიტი გველოდება. (ვიდეო)

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

ანუკი არეშიძემ იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყველა დაჩრდილა (ფოტოები)

იტალიის პრეზიდენტს თბილისის მერმა, კახი კალაძემ მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. „ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის, უძველესი დროიდან მოდის და ასევე გაგრძელდება მომავალშიც. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი თვითმყოფადობა ყველანაირი სირთულის მიუხედავად შეინარჩუნა. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმით, რომ იტალიის სახელმწიფო […]

ორაგულის მომზადების რეცეპტი ჯაბა ქარსელაძისგან (ვიდეო)

ჯაბა ქარსელაძე ბარსელონაშია თავის მეგობართან, თაკო დოლაბერიძესთან ერთად. მეგობრები ისვენებენ და როგორც ჩანს, ჯაბა თაკოს წინ კულინარიულ გამოცდილებასაც ავლენს. ახლახან თაკომ სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, სადაც ჯაბა ქარსელაძე ორაგულისა და კალმარის მომზადების საკუთარ წესს გვიზიარებს. ჯაბა გრილზე ასხამს სპეციალურ ხსნარს, რომელიც თევზს არ მიიკრავს და ასეთ მომზადებულს ამჯობინებს. ის აღნიშნავს, რომ ეს ჯანმრთელი საკვებია.

7 თვის ორსული ანუკი არეშიძე (ვიდეო)

7 თვის ორსული ანუკი არეშიძე გადაცემა „ექიმებს“ ესტუმრა და ისუაბრა იმის შესახებ, როგორ უჭირს ზაფხულის გავლა ფეხმძიმობისას – „პირველი ბავშვი ივლისის შუა რიცხვებში დაიბადა, მეოთხე შვილს კი აგვისტოს ბოლოს ველოდებით. სქესი ვიცი, მაგრამ არ ვამბობთ (იღიმის)“. ანუკი დაინტერესდა, შეიძლება თუ არა ორსულებმა რუჯი მიიღონ, რაზეც ექიმებმა უპასუხეს, რომ ზომიერად, დღის 11 საათამდე, საღამოს კი ჩამავალი […]

ჯაბა ქარსელაძე: „საფიოსექსუალი ვარ…“

ჯაბა ქარსელაძე საფიოსექსუალია – ამის შესახებ თავად განაცხადა „პროფილში“ სტუმრობაზე. თუკი არ იცით ეს სიტყვა, მომღერალმა ის დაწვრილებით ახსნა მაია ასათიანთან საუბრისას. ჯაბა ქარსელაძე: ახალი ტერმინია სხვათა შორის, საფიოსექსუალური ჰქვია. ეს არის, როდესაც ადამიანს მოსწონს ინტელექტუალური ადამიანი. სექსუალური აღგზნებადობა იწყება არა მხოლოდ ვიზუალიდან, არამედ ინტელექტიდან. მე შენ რომ დაგინახე, მარტო იმან კი არ მომხიბლა, რომ […]

დიზაინერისთვის, რომელიც ნარმანიას მეუღლეს აცმევდა, ანუკი არეშიძის სტილი გაუგებარია

თინათინ მაღალაშვილი, ქართველი დიზაინერი, ჟურნალ „გზასთან“ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ჩაცმულობას აფასებს. მათ შორის, პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას და ანუკი არეშიძის სტილსაც. თინათინ მაღალაშვილი ამბობს: მაკა ჩიჩუას ძალიან მინიმალისტური სტილი აქვს. ყოველთვის მაღალი გემოვნებით აცვია, უბრალოდ, ექსპერიმენტებს ერიდება. არასდროს მინახავს მის ლუქში ექსპერიმენტი. აი, ანუკი არეშიძე კი ამას არ ერიდება, ის ხომ თავადაც დიზაინერია. მაკა ჩიჩუა […]

რეკლამა