ქართველი მოდელის, მარიამ ურუშაძის წარმატება პარიზის მოდის კვირეულზე

0
3549

ქართველი მოდელები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, ბოლო დროს ხშირად ხვდებიან. ამჯერად მსოფლიოს წამყვან პოდიუმზე, 18 წლის მარიამ ურუშაძე გამოვიდა. ინფორმაციას ამის თაობაზე, სოციალურ ქსელში, მარიამ ურუშაძის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ცქიტიშვილი ავრცელებს.

“Lookmodels-ის კიდევ ერთი ქართველი მოდელი, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე. მარიშას დებიუტი Ulyana Sergeenko-ს ჩვენებაზე შედგა. წარმატებები ჩვენს უმაგრეს გოგოს. We are proud of Marisha, Look Modéls Managemént. ჩვენება გახსნა natalia Vodianov-ამ, ასევე გამოდიოდნენ Doutzen Kroes და Vittoria Ceretti 🙂 Haute Couture Week” – წერს ცქიტიშვილი.

მარიშა ურუშაძეს საზღვარგარეთ ბევრჯერ უმუშავია. ბევრ ცნობილ კომპანიასთან, მაგალითად, GIVENCHY, ELLE, MARGIELA, DIESEL… ადგილობრივი გამოცემებისგან ბევრჯერ ჰქონია შემოთავაზებები. მარიშა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სამოდელო სააგენტოს “Hollywood Model Management-ის” რჩეული გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here