ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის ცერემონიაზე დაუკრავს

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის ცერემონიაზე დაუკრავს

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე დაუკრავს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად პრემიის „ფეისბუქის“ გვერდზე მცირე ხნის წინ გამოქვეყნდა. ორკესტრის დირიჟორი პირველად, ნობელის ისტორიაში, ქალი იქნება – კარინა კანელაკისი, კონცერტზე სტოკჰოლმის ფილარმონიის ორკესტრი წარდგება.

ღონისძიება 2018 წლის 8 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ლიზა ბათიაშვილი დაიბადა 1979 წელს თბილისში, მუსიკოსების, მევიოლინე მამის და პიანისტი დედის ოჯახში. ლიზას მამა, ასევე ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი იყო მისი პირველი მასწავლებელი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან. ოჯახი 1991 წელს გერმანიაში გადასახლდა.

ლიზა არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“-ის გამარჯვებული, შესრულებული აქვს კონცერტები „Berliner Philharmoniker“-თან, ევროპის კამერულ ორკესტრთან (დირიჟორი იანიკ ნეზე სეგენი), გუსტავ მალერის ახალგაზრდულ ორკესტრთან (დირიჟორი ფრანც ველზერ მიოსტი), ნიუ-იორკის ფილარმონიულ (დირიჟორი ალან გილბერტი) და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრებთან (დირიჟორი ზუბინ მეჰტა), უკრავს კელნის, ლოს-ანჯელესის, ბოსტონის, სანქტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან.

სიახლეები/

|

April 5, 2018 / 5:04 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

13 ოქტომბერს ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის სცენაზე დაუკრავს

13 ოქტომბერს, ბრწყინვალე ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე პირველად შეასრულებს გია ყანჩელის შედევრს STYX, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად. მონაწილეობენ: გორის ქალთა კამერული გუნდი (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა) სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი) ჰამბურგის Elbphilharmonie-ში 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, ამჯერად ალტე ოპერა უმასპინძლებს ნიკოლოზ […]

ფრანკფურტის ოპერის თეატრის სცენაზე 200-მდე ქართველი მუსიკოსი იდგება!

ისტორიული მნიშვნელობის საღამო ფრანკფურტში იმართება, სცენაზე 200-მდე საუკეთესო ქართველი მუსიკოსი იდგება! 13 ოქტომბერს შეუდარებელი ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე პირველად შეასრულებს გია ყანჩელის შედევრს STYX-ს, თანაც მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობს სრული შემადგენლობით: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი! გორის ქალთა კამერული გუნდი! (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა) სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი) ჰამბურგის […]

რეკლამა