ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების შთამბეჭდავი კოლაბორაციები – როგორია „ბლექ სი არენას“ წლევანდელი ლაინაფი

ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების შთამბეჭდავი კოლაბორაციები – როგორია „ბლექ სი არენას“ წლევანდელი ლაინაფი

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. წელს „Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

2018 წლის სეზონის გახსნაზე ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო, რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში მდებარე არენის სცენაზე კონცერტს საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს.

ლეგენდარულმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკალური ნაწარმოებები 500 სხვადასხვა ფილმისთვის და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. სწორედ „საძულველი რვიანისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის ენიო მორიკონემ  პირველი „ოსკარი“ დაიმსახურა. ის სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც გახლავთ.

„საქართველოს ბანკისა“ და „Check in Georgia“-ს  პარტნიორობის ფარგლებში, ენიო მორიკონეს გარდა, საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი არენის სცენას, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი თუ ჯგუფი დაიკავებს, მათ შორის შედგება ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მუსიკალური კოლაბორაციებიც, როგორც დიდი სიურპრიზი არენის სტუმრებისთვის.

როგორც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა განაცხადა, წლევანდელი წლისთვის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, არენის დიდი სცენა და მისი შესაძლებლობები ქართველ შემსრულებლებ გამოეყენებინათ და 2018 წლის სეზონისთვის ყველაზე მეტი ქართული კონცერტი დაიგეგმა.

„ბლექ სი არენას“ წლევანდელი მუსიკალური ზაფხულის არასრული ლაინაფი კი ასე გამოიყურება:

19 მაისი, სეზონის გრანდიოზული გახსნა – Ennio Moriccone რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად;

 7 ივლისი – ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალური საღამო;

28 ივლისი – ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო, სპეციალური სტუმარი, „გრემის“ მფლობელი ბრწყინვალე ამერიკელი მესაყვირე, Chris Botti;

4 აგვისტო – ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტი „VOISA“;

11 აგვისტო – ანსამბლ „შვიდკაცას“ და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 „გრემის“ მფლობელი Take Six–ის ერთობლივი კონცერტი;

16 აგვისტო – ჯგუფ „სახის“ და Poetry ‘N’ Motion–ის ერთობლივი კონცერტი;

21 აგვისტო – ნინო ქათამაძის  სოლოკონცერტი;

28 აგვისტო – ცნობილი ქართული მიუზიკლი, „ჩხიკვთა ქორწილი“;

23 სექტემბერი – 43-ე  მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი.

შეგახსენებთ, რომ „ბლექ სი არენაზე“ 30 ივნისსა და 1–ელ ივლისს ასევე დაგეგმილია ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები, რომლებსაც SOLO წარმოგიდგენთ.

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, „Check in Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა“  მაყურებელს საინტერესო და ცხელ ზაფხულს ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ ენიო მორიკონეს 19 მაისის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ საიტზე tkt.ge. დარჩენილია შეზღუდული რაოდენობის ბილეთები. ასევე 19 მაისს დანიშნულია მატარებლის სპეცრეისი, ასევე თვითმფრინავის სპეციალური რეისი თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

May 15, 2018 / 3:50 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ვენაში კონცერტს გამართავენ

ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძეს 23 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში ელოდებიან. ისინი ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ეს არის რიგით მესამე კონცერტი, რომელსაც მომღერლები ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისთვის აწყობენ. ღონისძიების ორგანიზატორია ეკა ჭელიძე. მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, მათ შორის, დუეტებს, რომლებიც ერთობლივად აქვთ ჩაწერილი – სიმღერებს: „ერთი დღე“ და „დეკემბერი“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა „ბლექ სი არენაზე“ – სანახობა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა საქართველოში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ 23 სექტემბერს გაიმართა. მას 180-ზე მეტი ქვეყნიდან 4000 დელეგატი ესწრებოდა, ქართველ მაყურებელთან ერთად. საზეიმო გახსნა „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ორგანიზატორების უპირველესი მიზანი იყო. გახსნისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორები […]

განახლებული “ჩხიკვთა ქორწილი” “ბლექ სი არენაზე” ანშლაგით გაიმართა

წარმოდგენის დილას, 28 აგვისტოს, საიტზე, სადაც განახლებული “ჩხიკვთა ქორწილის” ბილეთები იყიდებოდა, არც ერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი. ანსამბლ “ივერიისგან”, რომელიც წელს 50 წლის გახდა, ანშლაგები არავის უკვირს, თუმცა რამდენიმეათასიანი არენის შევსება თავად მისი ხელმძღვანელობისთვისაც საამაყო აღმოჩნდა. ცნობილი მიუზიკლი არენის სცენაზე პირველად დაიდგა. განახლებული შეფუთვით, კოსტიუმებითა და რაც მთავარია, ძველ ივერიელებთან ერთად, ახალი მონაწილეებით. მთავარ, ქეთევანის […]

მსოფლიო ლეგენდების კონცერტებს „ბლექ სი არენაზე“ დაახლოებით 35 000 ადამიანი დაესწრო

საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩევლის, კახა კანდელაკის ინფორმაციით, მაისი-ივლისის პერიოდში, „ბლექ სი არენაზე“ ჩატარებულ კონცერტებს ჯამში დაახლოებით 35 000 ადამიანი ადამიანი დაესწრო. როგორც კახა წერს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე: „LEGENDS in GEORGIA 2018: 35 000 ადამიანზე მეტი დაესწრო კონცერტებს, მაისი-ივლისის პერიოდში გურიაში;)“ საუბარია მსოფლიო ლეგენდების კონცერტებზე. შეგახსენებთ, რომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 19 მაისს, „ბლექ სი არენას“ […]

„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „ივერია“ განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილს“ წარმოგიდგენთ

28 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ და ანსამბლი „ივერია“ წარმოგიდგენთ განახლებულ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „ბლექ სი არენაზე“ ქართული მიუზიკლი დაიდგმება. „ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს […]

21 აგვისტოს „ჩხიკვთა ქორწილის“ პრესკონფერენცია გაიმართება

21 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ (ლერმონტოვის #10) „ჩხიკვთა ქორწილთან“ დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან: „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ გენერალური დირექტორი, გია ბაღაშვილი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ბაღაშვილი. პრესკონფერენციის თემა: ანსამბლი „ივერია“ წარმოგიდგენთ მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილი“ განახლებულ ვერსიას, რომელსაც მაყურებელი 28 აგვისტოს, შეკვეთილში […]

რეკლამა