„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

0
1324

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა.

გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც დენი ოუშენის დის, დების მეთაურობით, გადაწყვეტენ, „ვოგის“ მიერ ორგანიზებულ „მეტ გალაზე“ გამოფენილი ძვირფასეულობა მოიპარონ.

ფილმში ნამდვილი თანავარსკვლავედია შეკრებილი სანდრა ბალოკის, ქეით ბლანშეტის, რიანას და სხვათა შემადგენლობით.

ფილმი ძალიან სახალისო საყურებელია და რაც მთავარია, ქალებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქ გამოფენილი ძვირფასეულობისა და გარდერობის გამო. ასე რომ, ვისაც კრიმინალური ამბების მსუბუქად ყურება გიყვართ, „ოუშენის 8 მეგობარი“ სწორედ თქვენთვისაა.

მისი ნახვა უკვე შეგიძლიათ საქართველოს კინოთეატრებში.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here