ოთო ნემსაძის ახალი სიმღერის პრემიერა „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგურში შედგა

0
576

ოთო ნემსაძე ახალი სიმღერის პრემიერით რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ესტუმრა.

ოთოს ახალი კომპოზიცის სახელწოდებაა „მე დღეს სიჩუმეს ვუსმენ“. ეს არის სიმღერა ალბომიდან, რომელიც ჯერ არ გამოსულა.

ოთო ნემსაძე:

„მიხარია, რომ ეს პროექტი დავასრულე. ძალიან დიდხანს გამეწელა მასზე მუშაობა. მიხარია, რომ აღარ ვაკეთებ ქავერებს, მოვეშვი კონკურსებს და ვარ იმ იშვიათი ადამიანებიდან, ვინც ალბომებს უშვებს. ამ ალბომში დიდი შრომაა ჩადებული და თითოეული სიმღერა ძალიან მიყვარს. ამ ახალი სიმღერისა და ტექსტის ავტორია ზაზა ქოქრაშვილი. ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ქმნის იმ მუსიკას, რაც თავად უყვარს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here