„ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად საქართველოდან „საშიში დედა“ იბრძოლებს

„ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად საქართველოდან „საშიში დედა“ იბრძოლებს

ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ პრესტიჟული კინოპრემიის „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოლებს. გამარჯვებული ფილმი სწორედ ახლა გამოვლინდა – ის სპეციალურ შეხვედრაზე ია სუხიტაშვილმა გამოაცხადა. „საშიში დედა“ საქართველოს სახელით „ოსკარზე“ მონაწილეობის მისაღებად გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ კომპეტენტური ჟიურისგან დაკომპლექტებულ კომისიას გამარჯვებული ოთხი ქართული ფილმიდან უნდა შეერჩია, მათ შორის გახლდათ ზემოხსენებული „საშიში დედა“, „მძევლები“, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, „ლუკა“.  განაცხადების მიღება ეროვნულ კინოცენტრში 11 აგვისტოს დასრულდა, 30 აგვისტოს კი გამარჯვებული კინოსახლის განახლებულ დარბაზში ახლახან დასახელდა. ჟიურიში შედიოდნენ: ლანა ღოღობერიძე, კოტე ჯანდიერი, ია სუხიტაშვილი, ოთარ შამათავა, არჩილ ახვლედიანი, გიორგი ოვაშვილი, ქეთი ტრაპაიძე, კახი კანდელაკი და  ზურაბ მაღალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანა ურუშაძე ასევე კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის შვილია. რამდენიმე წლის წინ წინ სწორედ ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ იყო წარდგენილი„ოსკარზე“ ამავე კატეგორიაში. „საშიში დედა“ მცირე ხნის წინ სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. მთავარ როლს კინოსურათში ნატა მურვანიძე ასრულებს.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოვლენა

Posted by GNFC – Georgian National Film Center on 2017 წლის 30 აგვისტო, ოთხშაბათი

 

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

August 30, 2017 / 4:21 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში. ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ? ნატალია ქუთათელაძე: […]

ნანიკო ხაზარაძე:„ხელფასამდე ორი კვირით ადრე საფულე ცარიელია!..“

ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ ხელფასამდე ორი კვირით ადრე თანხა აღარ რჩება ხოლმე ანგარიშზე. ტელეწამყვანმა შესაბამისი სტატუსი ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: „ეს არ ეხება მათ ვინც არ მუშაობთ ❤ და ბევრნი ხართ ასეთი ❤ იგივე ხელფასი მაქვს, რაც მქონდა. ცხოვრების ხარისხი არ გამიუმჯობესებია და ხელფასამდე 2 კვიროთ ადრე საფულე ცარიელია…“ მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი წერს, რომ ცხოვრება […]

თამო ვაშალომიძის პარიზული არდადეგები (ფოტოები)

თამო ვაშალომიძე დღეებს პარიზში ატარებს და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ფრანგულ ღირსშესანიშნაობებთან აქვს გადაღებული. მოდელმა ასევე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევს შესანიშნავი ხედის ფონზე შამპანურს. რასაკვირველია, თამოს ისიც არ დაავიწყდა, რომ პარიზში გადაღებული ინტიმური ფოტოებიც გაეზიარებინა მეგობრებისთვის.  

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფილმი „საშიში დედა” ერთდროულად 3 სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევრის “საშიში დედა” პრიზებს 3 საერთაშორისო ჯილდო შეემატა. ფილმი ერთდროულად 3 კინოფესტივალზე დაჯილდოვდა: მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე; კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო FIPRESCI ევროპული კინოს ფესტივალზე; ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan; „საშიში დედა” ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც […]

რეკლამა