ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში საახალწლოდ გადაღებული ფოტოებს გვთავაზობს და ასევე გვიზიარებს სიახლეს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ტოვებს – მალე ნუკი საახალწლო ახალ პროდუქტს შემოგვთავაზებს და მის შექმნაზე ბოლო ერთი წელია, მუშაობს.
“აი გული თუ არ გამისკდება, არ ვიცი. ისე მინდა მოგიყვეთ, რას ვამზადებ აგერ უკვე ერთი წელია, მაგრამ ჯერ ვერ გეუბნებით. სულ რამდენიმე ადამიანმა იცისისე მინდა, მოგეწონოთ!!!! იმდენი ვიწვალეთ ამის შექმნაზე, ასეთი პროდუქტი, ასეთი ხარისხის ჯერ საქართველოში არ შექმნილა!!! მიგანიშნებთ… დავიწყე რაღაცის წარმოება… არის შექმნილი ნულიდან და გაკეთებული თქვენთვის! აი, მართლა მთელი გულით და იქედან გამომდინარე, რომ ამაზე ხშირად მისვამდით კითხვებს. .. და ყოველთვის მერიდება პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ძვირი ღირს და საქართველოში არ იყიდება, მეტსაც გეტყვით, არც ამერიკაში… გადავწყვიტე შემექმნა ზუსტად იგივე ოღონდ ბევრად უფრო ხელმისაწდომი, ამაზე იმუშავა ათასობით ადამიანმა და გაიარა ასობით ტესტი და გამოვიდა ისეთი მაგარი, რომ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება მე აღარ წარმომიდგენია.. მაინტერესებს, თუ გამოიცნობთ … პირველ სამ ადამიანს, ვინც გამოიცნობს, თავად გადმოვცემ ამ ნივთს საჩუქრად…
პ.ს იმიტომ კი არ ვწერ, რა არის, რომ ვაპიარებ და წავიდა რეკლამა და სისულელეები, იმიტომ არ ვამბობ, რომ მეშინია, თვალი არ ეცეს, ერთი წლის განმავლობაშკ იმდენჯერ გადავაკეთეთ. ახლა კიდევ დღე-დღეზე მექნება და რამე არ გართულდეს მეშინია, ისე მინდა მოვასწრო ახალ წლამდე. მგონია, რომ თითოეულ თქვენგანს გაუხარდება საახალწლოდ. და კიდევ მჯერა,რატომღაც, რომ მგულშემატკივრობთ და გთხოვთ მისურვეთ წარმატება. თუ ეს ყველაფერი გამოვიდა, მილიონი სთორი მაქვს შენახული თუ როგორ კეთდებოდა ყველაფერი და მოგიყვებით”.
ფოტოს ავტორი: @nini_ninuca_photography
December 22, 2020 / 2:14 pm
„ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება. თაკო კორინთელი, რომელიც მის როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი „პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა. როგორც თაკო კორინთელი ჟურნალ „გზასთან“ აღნიშნავს: „სერიალის გუნდი საქმის კურსია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. […]
მოდელი მატილდა გვარლიანი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, სოციალურ ქსელშიც აქტიურია. მან “ინსტაგრამზე” ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ საოცარ ტრიუკს აკეთებს ის თავისი გრძელი ფეხებით. (ვიდეო)
შორენა ბეგაშვილი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერია მსახიობი ამ დასვენების დღეებით. ფოტო: შორენა ბეგაშვილი ესპანეთში ისვენებს მის “ფეისბუქზე” 3 მარტს, დედის დღეს კიდევ ერთი ფოტო გამოჩნდა. შორენამ დედას ბარსელონადან გაუზავნა ყვავილების თაიგული და სოცქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა. შორენამ დაგვიანებული მილოცვა ასე დაწერა: „ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა. კიდევ კარგი, […]
ნუკი კოშკელიშვილმა ქართველ ქალბატონებს დიდი სიახლე შესთავაზა. მან ბელარუსულ ქარხანასთან კონტრაქტი გააფორმა და გამოუშვა ახალი წითელი ფერის ტუჩსაცხი „ნუკის“ სახელწოდებით, რომლის შეკვეთაც „ინსტაგრამზე“ nuki_cosmetics-ის გვერდიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ. ნუკი ამ თემაზე fortuna.ge-ს ესაუბრა. ნუკი კოშკელიშვილი: 10 წლის წინ ერთ-ერთ გადაღებაზე ვიყავი, სადაც ჰქონდათ საოცარი სილამაზის ტუჩსაცხი. ჩამრჩა გულში. მას მერე ვცდილობდი მის შეძენას. ერთი […]
ნუკი კოშკელიშვილი შორენა ბეგაშვილის გადაცემას სტუმრობდა. მან ისაუბრა იმ ბულინგის შესახებ, რისი მსხვერპლიც ბავშვობაში გახდა. ნუკი კოშკელიშვილი: სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი და იქ ჩემი ნაციონალობის გამო ხშირად მერჩოდნენ. ეს რუსეთში ხდებოდა. ქართველი ხარ, შავგრემანი ხარ, დიდი ცხვირი გაქვს, ეს იწვევდა დიდ აგრესიას. მქონდა პერიოდები, როცა ძალიან მსუქანი ვიყავი, გარდატეხის ასაკში, სადღაც 15-16 წლის. თან, ძალიან დიდი […]
ნუკი კოშკელიშვილმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უწევს დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გუშინ ნუკის დაბადების დღე ჰქონდა და 30 წლის გახდა. როგორც თავად წერს, ღამით ვაკის პარკში სკუტერით გაისეირნა, რაც მისი დაშავებით დასრულდა. “About last night… მე ვარ 30 წლის დედაკაცი, ვინც ღამის 3 საათზე ვაკის პარკში სკუტერით აილეწა, თუ მიზუმავთ სახეზე, […]
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დღს იუბილარია. მას 30 წელი შეუსრულდა. როგორც ტელესახე წერს, 20–იანებიდან 30–იანებში გადასვლა ცოტა აშინებდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ასაკის დამალვა არ ღირს, რადგან ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. მან გადაიღო ფოტო, სადაც შიშველი დგას, მკერდზე ხელი აქვს აფარებული, რასაკვირველია, არ უჩანს ქვედა ნაწილიც, ხოლო მეორე ხელში პლაკატი უკავია, სადაც წერია – “მერე რა, […]
“შეიძლებოდა, ვინმე აღმოსავლელის ცოლიც ყოფილიყავი” – ასე შეაფასა “ფორმულაზე” გადაცემის წამყვანმა, მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა, ნუკი კოშკელიშვილის ცეცხლოვანი მუცლის ცეკვა. ტელესახემ თავისი საცეკვაო უნარები გამოავლინა და წამყვანების თხოვნით, სხვადასხვა სტილის ცეკვა შეასრულა. (ვიდეო)