ნუკი კოშკელიშვილი საახალწლოდ ახალ პროდუქტს შემოგვთავაზებს, რომელზეც ბოლო ერთი წელია, მუშაობს

0
487

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში საახალწლოდ გადაღებული ფოტოებს გვთავაზობს და ასევე გვიზიარებს სიახლეს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ტოვებს – მალე ნუკი საახალწლო ახალ პროდუქტს შემოგვთავაზებს და მის შექმნაზე ბოლო ერთი წელია, მუშაობს.

“აი გული თუ არ გამისკდება, არ ვიცი. ისე მინდა მოგიყვეთ, რას ვამზადებ აგერ უკვე ერთი წელია, მაგრამ ჯერ ვერ გეუბნებით. სულ რამდენიმე ადამიანმა იცისისე მინდა, მოგეწონოთ!!!! იმდენი ვიწვალეთ ამის შექმნაზე, ასეთი პროდუქტი, ასეთი ხარისხის ჯერ საქართველოში არ შექმნილა!!! მიგანიშნებთ… დავიწყე რაღაცის წარმოება… არის შექმნილი ნულიდან და გაკეთებული თქვენთვის! აი, მართლა მთელი გულით და იქედან გამომდინარე, რომ ამაზე ხშირად მისვამდით კითხვებს. .. და ყოველთვის მერიდება პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ძვირი ღირს და საქართველოში არ იყიდება, მეტსაც გეტყვით, არც ამერიკაში… გადავწყვიტე შემექმნა ზუსტად იგივე ოღონდ ბევრად უფრო ხელმისაწდომი, ამაზე იმუშავა ათასობით ადამიანმა და გაიარა ასობით ტესტი და გამოვიდა ისეთი მაგარი, რომ ამის გარეშე ჩემი ცხოვრება მე აღარ წარმომიდგენია.. მაინტერესებს, თუ გამოიცნობთ … პირველ სამ ადამიანს, ვინც გამოიცნობს, თავად გადმოვცემ ამ ნივთს საჩუქრად…

პ.ს იმიტომ კი არ ვწერ, რა არის, რომ ვაპიარებ და წავიდა რეკლამა და სისულელეები, იმიტომ არ ვამბობ, რომ მეშინია, თვალი არ ეცეს, ერთი წლის განმავლობაშკ იმდენჯერ გადავაკეთეთ. ახლა კიდევ დღე-დღეზე მექნება და რამე არ გართულდეს მეშინია, ისე მინდა მოვასწრო ახალ წლამდე. მგონია, რომ თითოეულ თქვენგანს გაუხარდება საახალწლოდ. და კიდევ მჯერა,რატომღაც, რომ მგულშემატკივრობთ და გთხოვთ მისურვეთ წარმატება. თუ ეს ყველაფერი გამოვიდა, მილიონი სთორი მაქვს შენახული თუ როგორ კეთდებოდა ყველაფერი და მოგიყვებით”.

ფოტოს ავტორი: @nini_ninuca_photography

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here