ნუკი კოშკელიშვილი 30 წლის იუბილეს შიშველი ფოტოთი აღნიშნავს – “მერე რა…”

ნუკი კოშკელიშვილი 30 წლის იუბილეს შიშველი ფოტოთი აღნიშნავს – “მერე რა…”

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დღს იუბილარია. მას 30 წელი შეუსრულდა. როგორც ტელესახე წერს, 20–იანებიდან 30–იანებში გადასვლა ცოტა აშინებდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ასაკის დამალვა არ ღირს, რადგან ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. მან გადაიღო ფოტო, სადაც შიშველი დგას, მკერდზე ხელი აქვს აფარებული, რასაკვირველია, არ უჩანს ქვედა ნაწილიც, ხოლო მეორე ხელში პლაკატი უკავია, სადაც წერია – “მერე რა, რომ 30”.

გთავაზობთ ნუკის სტატუსს, რომელიც დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა შილთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან ერთად.

“ხვალ 30!!! წლის ვხდები, რომ შევაჯამო წინა ათი წელი, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი იყო, ცუდიც და კარგიც. ვიპოვე ის საქმე, რაც მომწონს, მივიღე უამრავი გამოწვევა, ვიპოვე სიყვარული, მყავს ბავშვი, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ათი წლის წინ 30 წლის ქალი, ძალიან დიდი მეგონა, ისე შორს იყო ეს პერსპექტივა, არც წარმომედგინა რომ ასე მალე დადგებოდა. დღეს ჩემი ბოლო დღეა 20-ებში. როგორი უსამართლობაა არა, ქალისთვის? კაცი 30 წლის ძალიან ახალგაზრდაა, ქალი კი უკვე სხვანაირი ხდება. ადრე მეგონა, მოვიტყუები ასაკს და კიდევ დიდხანს ვიქნები 20-ებში–მეთქი, ბევრი ასე აკეთებს. ახლა კი ვფიქრობ სისულელეა, ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი და ჯობია, კარგად გამოიყურებოდე და გეუბნებოდნენ, უი, სულაც არ გეტყობაო, ვიდრე “უი 29, მე უფრო დიდი მეგონე”-ო. 😂😂

ვიცი, ვიცი 30 არც არაფერია, მაგრამ ციფრს რომ იცვლი ნერვიულობ, ფიქრობ რა ვერ მოასწარი, გეფიქრება იმაზე რა სწრაფად გარბის დრო, ნოსტალგია გეწყება განვლილ წლებზე. არ ვიცი, მხოლოდ მე ვნერვიულობ ხოლმე, ასაკი რომ მემატება, თუ ყველა ქალი ასეა? ფაქტი ისაა, ცხოვრება გრძელდება და შეიძლება სულაც ახლა იწყება, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა მაგრამ ბევრად უფრო ჭკვიანი.

ბებიაჩემმა მითხრა ერთხელ, ყველაზე მაგარი ასაკია ის არის, რომელშიც საბედნიერო ამბები ხდებაო, ზოგი 40-50 წლის პოულობს თავის თავს, ზოგი 18 წლის. ბედნიერებაა მნიშვნელოვანი და არა ციფრები, რას იტყვით?”

(ფოტოები)

სიახლეები/

|

June 9, 2020 / 5:57 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნატო გელაშვილი: „ჩემი შვილი იღებდა ხელფასს და ოჯახი მან გადაარჩინა…“

ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში პანდემიისა და მისი შემდგომი პერიოდის შესახებ საუბრობს. როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს, თავად უმოქმედოდ და შემოსავლის გარეშე დარჩა და მისი შვილი, გიორგი არჩენდა ოჯახს თავისი ხელფასით. „მას შემდეგ, რაც ჩემი შრომითა და შემოქმედებით დავიწყე ცხოვრება, ეს იყო პირველი შემთხვევაი, როცა თვეების განმავლობაში უმოქმედოდ ვიყავი და არანაირი შემოსავალი არ მქონდა. კიდევ კარგი, […]

ნინო სურგულაძე: „იშვიათად მინახავს ისეთი მზრუნველი მამა, როგორიც ჩემი ქმარია“

ცნობილ საოპერო შემსრულებელს, ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს მცირე ხნის წინ ტყუპი გოგონა და ვაჟი შეეძინათ. ნინომ ემოციები ჟურნალ „სარკეს“ ვრცელ ინტერვიუში გაუზიარა, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ. „მე და ჩემი მეუღლე ჯერაც შეცნობის პროცესში ვართ, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. თაფლობის თვიდან უკვე ორსულობის ეტაპზე გადავედით. მივხვდი, რომ თუ არა დიდი სიყვარული და […]

ბორის ბედია: „მზეთუნახავს არ ვეძებ, ძალიან ლამაზები ბოროტები არიან“

ბორის ბედია ჟურნალ „სარკესთან“ ქალებთან დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლამაზი ქალები უფრო ბოროტები არიან. ბორის ბედია: მზეთუნახავს არ ვეძებ. დღეს გოგოებს რომ ვუყურებ, ძალიან ლამაზები ვინც არიან, ისინი ბოროტებიც არიან. ვინც უბრალოდ ლამაზები არიან, ისინი კარგები არიან. აი, ძალიან ლამაზებს თავში რაღაც აქვთ ავარდნილი და ჰგონიათ, რომ ყველაფერი მათ გარშემო უნდა ტრიალებდეს. ასეთი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფოტო: ნუკი კოშკელიშვილი სკუტერით სეირნობისას დაშავდა

ნუკი კოშკელიშვილმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უწევს დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გუშინ ნუკის დაბადების დღე ჰქონდა და 30 წლის გახდა. როგორც თავად წერს, ღამით ვაკის პარკში სკუტერით გაისეირნა, რაც მისი დაშავებით დასრულდა. “About last night… მე ვარ 30 წლის დედაკაცი, ვინც ღამის 3 საათზე ვაკის პარკში სკუტერით აილეწა, თუ მიზუმავთ სახეზე, […]

ვიდეო: ნუკი კოშკელიშვილის ცეცხლოვანი მუცლის ცეკვა

“შეიძლებოდა, ვინმე აღმოსავლელის ცოლიც ყოფილიყავი” – ასე შეაფასა “ფორმულაზე” გადაცემის წამყვანმა, მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა, ნუკი კოშკელიშვილის ცეცხლოვანი მუცლის ცეკვა. ტელესახემ თავისი საცეკვაო უნარები გამოავლინა და წამყვანების თხოვნით, სხვადასხვა სტილის ცეკვა შეასრულა. (ვიდეო)

ნუკი კოშკელიშვილი: “პატივს ვცემ მას, ვინც ღიად გამოთქვამს პოზიციას, მე ამისი ერთი ადგილი არ მყოფნის…”

ქართველმა ტრანსგენდერმა, რომელმაც რადიო “თავისუფლებას” ინტერვიუ მისცა და საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე ისაუბრა, ბოლო დღეები კიდევ ერთი სასუბრო თემა შექმნა საქართველოში ამ თემის მძიმე ყოფაზე. შეგახსენებთ, მან მცირე ხნის წინ მერიის წინ თავის დაცვა სცადა. როგორც ამბობს, ახლა ხელები აღარ სტკივა და მალე მოურჩება, მაგრამ ეს არავინ აღარ უნდა გაიმეოროს. 19 წლის ადამიანი, როგორც საკუთარ თავს […]

ნუკი კოშკელიშვილი ჯენიფერ ლოპესთან ერთად ფილმში გადაიღეს

“პროფილს” ნუკი კოშკელიშვილო სტუმრობდა და მოჰყვა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა ჯენიფერ ლოპესის ახალი ფილმის “გამომყევი ცოლად” გადაღებებში, ეპიზოდურ როლში, ჰოლივუდის ვარკსვლავთან ერთად. ნუკიმ აღნიშნა, რომ ჯენიფერთან გასაუბრების საშუალება მიეცა და ის ძალიან უბრალო ადამიანია. გადაღებაზე ჯენიფერმა ნუკის ტუჩსაცხი მოიწონა და ჰკითხა, სად შეიძინა ის, რაზეც ნუკიმ უპასუხა, რომ ის საქართველოში შეიძინა, მაგრამ […]

ნუკი კოშკელიშვილი დედობამ გადარია – „ნუ დააკნინებთ სახლში მჯდომ დედებს…“

ნუკი კოშკელიშვილი საქართველოში მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩამოვიდა.  ცდილობს, საქართველოში ზამთარსა და ზაფხულში აუცილებლად ჩამოვიდეს. ბევრი რამ შეცვლილი ხვდება, მაგრამ ადამიანებს შორის დამოკიდებულება უცვლელია. ნუკის მთელი სამყარო ახლა შვილის გარშემო ბრუნავს… ნუკი კოშკელიშვილი: ძირითადად, ვცდილობ ხოლმე, საქართველოში ზაფხულსა და ზამთარში ჩამოვიდე. რაიმე გხვდება ხოლმე შეცვლილი? კი, ყოველ ჯერზე რაღაცები იცვლება. მახსოვს, პირველ ჯერზე დიდი ხანი […]

რეკლამა